სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი სოფლის მუზეუმი“ - აწყურის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი პროექტი
08-06-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით სასკოლო პროექტი - „ჩემი სოფლის მუზეუმი“ შეიქმნა.

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდისათვის თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ეროვნული, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.

„სოფელი აწყური თავისი წარსულითა და აწმყოთი, უმდიდრესი ისტორიული თუ კულტურული ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ადგილია არა მარტო სამცხე - ჯავახეთის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა გულდასმით შეისწავლეს აწყურის მატერიალური კულტურის ძეგლები და არამატერიალური ფასეულობები; სოფლის ისტორია განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე, სკოლისა და სოფლის გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, ვინც თავისი მოღვაწეობით დიდი წვლილი შეიტანა აწყურის განვითარებაში.

სასკოლო მუზეუმისთვის არტეფაქტებისა და ექსპონატების, ასევე აწყურელთა ცხოვრებისა და ყოფის ამსახველი ძველი ფოტოსურათების მოძიებაში სასკოლო საზოგადოებასთან ერთად თემის წარმომადგენლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.

პროექტზე მომუშავე გუნდი, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დახმარება გაგვიწია პროექტ - „ჩემი სოფლის მუზეუმის“ განხორციელებაში, განსაკუთრებით ლიდერობის ექსპერტს, ქალბატონ ნინო მელქაძეს და „მაკჯორჯიას“ მენეჯერს, ბატონ ნიკა ზიბზიბაძეს.

აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლიერებას გამოხატავს პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრების: ახალციხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ქალბატონ ხათუნა ხმალაძის, საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ დავით ლომიძის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ბატონ ანტონ ობოლაშვილის წარმომადგენლობის,  სოფელ აწყურის ღირსეულ პიროვნებისა და ქველმოქმედის, ბატონ ნუგზარ სარჯველაძის მიმართ.

აწყურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს, ბატონ ავთანდილ ჯვარიძეს, მაჟორიტარ დეპუტატ, ბატონ ზურაბ ბარძიმაძეს, ახალციხის N1 საჯარო სკოლისა და სოფელ ფერსის დირექტორებს ქალბატონ, ჟუჟუნა გოგოლაურსა და  ბატონ გიორგი ტაბატაძეს.  სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ქალბატონ ცისანა გელაძეს პროექტის- „ჩემი სოფლის მუზეუმის“ პრეზენტაციაზე მობრძანებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი

 

 

წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება