| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებმა კარგი შედეგი აჩვენეს და „ეტალონის“ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამასთან მე-11 კლასის მოსწავლე ანა ჯინჭარაძე კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მეტ წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლიდან „ეტალონის“ მეორე ეტაპზე გავიდა ოთხი მოსწავლე: ანა ჯინჭარაძე, თამარ ჯინჭარაძე, გვანცა ჯაში, თეკლა კეშელავა ბავშვებმა მშვენიერი შედეგები აჩვენეს და სიგელებიც დაიმსახურეს, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე ანა ჯინჭარაძე 82 ქულით მოხდა ათეულში და მიიღო ოქროს სიგელი. ასეთი წარმატება ანამ მე-9 კლასში სწავლის დროსაც დაადასტურა.
გილოცავთ ბავშვებო ყველას... ანა, ძალიან მიხარია შენი და შენი დაიკოს თამროს წარმატებები, მადლობა თქვენ, რომ ასახელეთ სკოლა და გამოიყენეთ სკოლაში ნასწავლი მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მადლობა გელა მასწავლებელს და თითოეულ პედაგოგს, რომლებმაც თუნდაც ერთი „ბეწო“ შრომა ჩადეს თქვენს სწავლა-განათლებისათვის წარმატებებს გისურვებთ, მიყვარხართ“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„გვჯერა, სუფთა სოფელი, ჯანსაღი გარემო და ბუნებაზე ზრუნვა საერთო საქმეა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ