სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს
31-05-2022
-
+


საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი დასახლებით - კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე და სალომე რთველიაშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის არავაქცინირებულ სტუდენტებს ართმევს შესაძლებლობას, სასწავლო პროგრამის პრაქტიკულ/კლინიკურ/ლაბორატორიულ კომპონენტებს დაესწრონ არადისტანციურ რეჟიმში, რაც მათ სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელს უშლის. შესაბამისად, დიფერენცირება ხორციელდება ვაქცინაციის ნიშნით. მოსარჩელე მხარის მითითებით, შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენცია, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ვაქცინაცია სრულად ვერ გამორიცხავს ვირუსის გავრცელებას, განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებით. ამდენად, შეზღუდვა ვერ უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა ყველა სტუდენტის სასწავლო პროცესში არადისტანციური ფორმით მონაწილეობა, თუკი მათ მოეთხოვებოდათ სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაცია სრულად ვერ გამორიცხავს ვირუსის გავრცელებას, იმავე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ხსენებული ზომების გამოყენების შემთხვევაშიც. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირება არაპროპორციულად ზღუდავს მოსარჩელეთა უფლებას, კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდაა და, შესაბამისად, ნაკლებია ახალი კორონავირუსის მიერ მათი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების რისკი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტთა უმრავლესობა ვაქცინირებულია, უმნიშვნელოა ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა სტუდენტების არადისტანციურ რეჟიმში სწავლამ გამოიწვიოს. მეორე მხრივ კი, სადავო შეზღუდვა მნიშვნელოვნად ართულებს სტუდენტების მიერ განათლების მიღების შესაძლებლობას და უარყოფითად მოქმედებს მათ სამომავლო პროფესიულ მიზნებზე.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე არ გამოკვლეულა მისი გვერდითი ეფექტები, იგი კვლავაც სატესტო რეჟიმშია და, შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რასაც ფაქტობრივი შემთხვევებიც ადასტურებს. ამდენად, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების შეზღუდვა ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძვლით.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარდა სადავო რეგულირების დისკრიმინაციული ბუნებისა, იგი ასევე ზღუდავს განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას, რადგან სტუდენტებს არ აძლევს სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, ზემოაღნიშნული არგუმენტაცია ცხადყოფს, რომ სადავო შეზღუდვა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რაც განაპირობებს სადავო რეგულირების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედება შეიცავს საფრთხეს, რომ მოსარჩელეებს მნიშვნელოვნად შეეზღუდოთ სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა და მიადგეთ გამოუსწორებელი ზიანი.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა: „არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1657 კონსტიტუციური სარჩელი („კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე და სალომე რთველიაშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება