სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონით“ მოტივირებული მოსწავლის წერილს დუშეთის ინტელექტ-ჩემპიონატზე გაეცნენ
20-03-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „დუშეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით გუნდთან ერთად არაგვისპირის საჯარო სკოლას ესტუმრა და 2016-2017 სასწავლო წლის „დუშეთის ეტალონ მოსწავლეს“, სერგო კახურაშვილს სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა

ამის შემდეგ კი გოჩა ტყეშელაშვილმა დუშეთის რესურსცენტრში ახალი საგანმანათლებლო პროექტის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დუშეთის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მასში დუშეთის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთი წიკლაური, რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრება დუშეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გრიგოლაშვილი. ის „ეტალონის“ შესარჩევ ტურში მონაწილეობდა, თუმცა მეორე ტურში გადასვლა ვერ შეძლო ქულათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. სალომემ „ეტალონს“ წერილი მისწერა, სადაც გამონაკლისის დაშვებას და მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას ითხოვდა. 

„გამარჯობა, მე სალომე გრიგოლაშვილი ვარ, დუშეთის მეორე საჯარო სკოლაში ვსწავლობ... მეათე კლასელი ვარ წინა წელს „ეტალონში“ მონაწიელობა მივიღე და ცუდი შედეგები ავიღე ამის მერე მიზნად დავისახემ რომ გამემარჯვა და სწავლა დავიწყე... ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო ჩემი სკოლის ნიშნებმაც აიწია... ჩემი ოცნება გახდა „ეტალონში“ გამარჯვება. მაგრამ ამ წელს „ეტალონის“ დღეს სიცხე მქონდა და ვეღარ მოვახერხე კარგად დამეწერა, ოთხი ქულა დამკლდა  მეორე ტურში გადასასვლელად... უმურჩიელესად გთხოვთ, მიმაღებინეთ მონაწიელობა მეორე ტურში და შედეგს ნახავთ.... ერთი შანსი მომეცით და ამ შედეგს აუცილებლად გავამართლებ.

დუშეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე დღევანდელ შეჯიბრს არა როგორც მონაწილის, არამედ სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრება. მან ინტელექტ-ჩემპიონატის წამყვანთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო და შეჯიბრის სპეციფიკასაც გაეცნო. „ეტალონში“ მონაწილეობისა და გამარჯვების შანსი სალომეს მომავალ წელსაც მიეცემა. ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს ნიჭიერ და მიზანდასახულ გოგონას.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „დუშეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

















კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება