სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
23-05-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონფერენციებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები: შანთაძე გოგა, ანანიძე ანანო და ლანა მგელაძე (პედაგოგი თემურ ქარცივაძე) კონფერენციაში „ევროპის დღეები 2022“ მონაწილეობდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის აჭარის რეგიონალური საინფორმაციო ცენტრის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის, ნევრესტან დიდმანიძის ორგანიზებით 19 მაისს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია „ევროპის დღეები 2022“.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ევროპის დღის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა კონფერენციის მონაწილეებს და ცენტრის მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროპული ინტეგრაციის ისტორიაზე, ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები. პერსპექტივები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მოსწავლეებმა: გოგა შანთაძემ, ანანო ანანიძემ და მგელაძე ლანამ​ პედაგოგი- თემურ ქარცივაძე.

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ქალბატონმა ირმა გაბინაშვილმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ხათუნა დიდმანიძემ.

„წარმატებებს ვუსურვებთ პედაგოგსა და ჩვენს მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება