სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აჭრელებული პერანგებით, დიდი იმედებითა და ნათელი მომავლით“ - ოფურჩხეთის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილეს
23-05-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დარეკა. 

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, სწავლის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელება უსურვეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„20 მაისს, ოფურჩხეთის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული და გამორჩეული კლასი გააცილა. გზა დავულოცეთ ჩვენს დაფრთიანებულ, თვალებანთებულ მომავალ თობას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები ვუსურვეთ.

მართლაც საოცარი დღე იყო, ემოციებით დატვირთული, ლამაზი გოგო-ბიჭები აჭრელებული თეთრი პერანგებით, დიდი იმედებით და ნათელი მომავლით. ჩვენ გვჯერა მათი, ისინი ნამდვილად ღირსეული ადამიანები დადგებიან. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს ხელში გაიზარდნენ და დიდი წვლილი მიგვიძღვის მათ აღზრდასა და განვითარებაში. გზა მომავლისაკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება