| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მასწავლებელთა პროფესიული უნარების საგამოცდო ბარიერი, მაქსიმალური ქულები და ისიც, რომ წამყვანობისა თუ მენტორობის მსურველებმა ტესტის გავლა 4 საათში უნდა მოასწრონ, პედაგოგებმა მაშინვე გააპროტესტეს: იმის გათვალისწინებით, რომ მასალა მოცულობითია, დრო ძალიან ცოტაა, ამიტომ აჯობებს მოვითხოვოთ საგამოცდო დროის 5 საათამდე გაზრდაო.
რამდენად აქვთ შანსი მასწავლებლებს, მიზანს მიაღწიონ? - აღნიშნული კითხვით Etaloni.ge-მ „ნაეკს“ მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ საეჭვოა, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
20 მაისს კი, ღია კარის დღეზე, რომელიც გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა პედაგოგებისთვის ჩაატარა, ხაზგასმით ითქვა - საგამოცდო დროის გაზრდა არ განიხილება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად