სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღესასწაული რიყეთის საჯარო სკოლაში
19-05-2022
-
+


მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ.

ასეთივე ღონისძიება მიეძღვნა დედაენის დღესაც. აქტივობა პედაგოგების ინიციატივითა და მოსწავლეების ჩართულობით, ჩატარდა. მასში რიყეთის კულტურის სახლის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შესრულდა მუსუკალური ნომრები და აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

„ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სიყვარულის დღის მნიშვნელოვან დეტალებსაც მოიცავდა (სიყვარულის დღე საქართველოში 1994წლიდან აღინიშნება)“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამ თარიღს სკოლა ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ეხმაურება:

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.”

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება