| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შრომის კანონმდებლობის და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით მათი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში; შრომის კანონმდებლობის და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების დაცვის მიმართულებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების/იურიდიული პირებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა შესაძლებლობების გაძლიერებაში; შრომის კანონმდებლობის და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების დაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების მინიმალური შინაარსის და საჭიროების შემთხვევაში სხვა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი პარამეტრების განსაზღვრაში. ასევე, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მიმართულებით, უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებაში და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში სწავლების ხარისხის ამაღლებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას