სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ვთვლი, რომ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება, ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია“-„ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
17-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ქობულეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფოლობელი მოსწავლეები და სკოლის პედაგოგი საუბრობენ.

დავით ვერულიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი უკვე მრავალი წელია, რაც „ეტალონშია“ ჩართული. ჩვენ ამ პროექტს ყოველწლიურად მხარს ვუჭერდით და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მივესალმებით ასეთი ტიპის პროექტებს, რომლებიც ჩვენი მოსწავლეების სწავლის ხარისხს კიდევ უფრო ამაღლებს და მოტივაციას უჩენს, რათა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. მინდა, მივულოცო „ქობულეთის ეტალონ მოსწავლე“ მარიამ კალანდაძეს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან სულ 48 სკოლა და 300-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა „ეტალონში“. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ეს პროექტი, ჩვენთან ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბუნებრივია, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყოველთვის ხელს შევუწყობთ მის პოპულარიზაციასა და განხორციელებას.

ნათია ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია პროექტ „ეტალონის“ განხორციელებაში ყოველწლიურად ერთვება. შესაბამისად, ჩვენთვის, ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია. ის, მსგავს ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის და ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს. ვფიქრობ, რომ მონაწილეთა რაოდენობა და დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ ამავე დროს გამარჯებულ მოსწავლეს ვასაჩუქრებთ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და გამარჯვებულ მოსწავლეს მივულოცო. მერიის სახელით, მას ჯილდო აუცილებლად გადაეცემა. ვფიქრობ, მერიისა და „ეტალონის“ თანამშრომლობა მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

სულხან ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი:

„ეტალონი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 6 წელია, რაც იმართება. მასში საჯარო სკოლების მოსწავლეები სისტემატიურად მონაწილეობენ. წელს პირველობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და უძლიერეს სკოლას ხვდა, რომლის კონტინგენტიც ყველაზე დიდია - ესაა ჩაქვის N1 საჯარო სკოლა. ამ სკოლას ადრე რამდენჯერმე ჰქონდა შანსი, რომ პირველ ადგილზე გასულიყო, წელს კი მათი შრომა დაფასდა, პირველ ადგილზე გავიდნენ. მინდა, მივულოცო ამ სკოლას, მის დირექტორს ტარიელ ქათამაძეს და რა თქმა უნდა, „ეტალონ მოსწავლე“ მარიამ კალანდაძეს. მინდა, მას ფინალურ ეტაპზეც წარმატება ვუსურვო.

მადონა გოგიტიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება, ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოსწავლეების მოტივაციაზე დადებითად აისახება. ისინი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად, თავიანთ წარმატებას აღნიშნავენ და იმის საშუალება ეძლევათ, რომ მომავალში ამგვარ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. „ეტალონი“ მათი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობაა. ვთვლი, რომ მასში მიღწეული წარმატება, ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულობა საკმაოდ მაღალია, ისინი ერთგვარად მომზადებული არიან, რადგან მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. წარმატებას ვუსურვებ გამარჯვებულ მოსწავლეს და სხვაბსაც. მოვუწოდებ, რომ სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში ხშირად ჩაერთონ.

მარიამ კალანდაძე - „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა:

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონში“ გამარჯვება ჩემი ერთ-ერთი მიზნის მიღწევაა. თავიდანვე გაანალიზებული და მიზნად დასახული მქონდა, რომ 100-ქულიანი ტესტიდან 100-ვე უნდა ამეღო. ეს არ იყო უბრალოდ სურვილი, ეს იყო პრინციპული მიზანი, რომლისთვისაც უნდა მიმეღწია. როცა ტესტების წერას მოვრჩი და პასუხი დავინახე, ვერ აგიღწერთ ეს რა გრძნობა იყო. 100/100 როგორც მინდოდა. აქამდე სხვა პროექტებშიც მიმიღწევია წარმატებისთვის, თუმცა არასდროს მქონია დასახული მიზნად, რომ მაქსიმალური შედეგი დამედო, აი, „ეტალონში“ კი ეს იყო ჩემი მაქსიმუმის გამოვლენა, რითაც ძალიან ვამაყობ.

ანანო ველიაძე - მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა:

ძალიან გამიხარდა, რომ „ეტალონში“ მეორე ადგილი დავიკავე. სიმართლე გითხრათ, ასეთ შედეგს არ ველოდი, მაგრამ ახლა გახარებული და კმაყოფილი ვარ. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ არ მოვმზადებულვარ. კითხვებიც ისეთი იყო, ლოგიკურ აზროვნებას რომ მოითხოვდა, რთული არ იყო, თუმცა დაფიქრება სჭირდებოდა. ცოტა მეტი დრო რომ მქონოდა, უკეთეს შედეგს მივაღწევდი. მიღწეულმა წარმატებამ მოტივაცია შემძინა, რათა უფრო კარგად ვისწავლო და დასახულ მიზნებს მივაღწიო.

ლიკა დუმბაძე - მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა:

თავიდან, ტესტირების პროცესში, ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი, რა ქულას მივიღებდი და რა შედეგს დავდებდი, მაგრამ ბოლოს სიგელი რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად არ მოვმზადებულვარ, მასწავლებელმა მითხრა, რომ „ეტალონი“ იყო და იმ დღესვე მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ტესტები შესაბამისი და საინტერესო იყო. წელს „ეტალონში“ პირველად ჩავერთე და ვამაყობ ჩემი შედეგით. 

მანანა კუნჭულია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

გამარჯვებული - მარიამ კალანდაძე ძალიან აქტიური მოსწავლეა, ბევრ პროექტში მონაწილეობს. ლიდერი ბავშვია, თითქმის ყველა საგანში ათოსანია. მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეებიც ძალიან კარგები არიან. ვფიქრობ, რომ მარიამი ღირსეული გამარჯვებულია. ამ ბავშვების მიერ მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა მაგალითი სხვა მოსწავლეებისთვის, თუ როგორ უნდა ისწავლონ. წინასწარ რამდენიმე დღე მეც ვამუშავებდი გარკვეულ ტესტებზე მოსწავლეებს, შედეგად, მათთვის კითხვებზე პასუხის გაცემა, რთული არ ყოფილა. ჩვენ პირველად არ ვართ გამარჯვებულები, 2019 წელსაც გვყავდა „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ბავშვები მოტივირებულები არიან, რომ საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშაონ“ - ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ქობულეთელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ 

სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას

საგამოცდო ბარათებსა და საგამოცდო პროცესზე დეტალურ ინფორმაციას აპლიკანტებს გააცნობენ

სამინისტრომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯამში 11 ნივთი გადასცა, რომელთა საერთო ღირებულებაც - 84 079,75 ლარია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიაღწიეს სპორტულ წარმატებებს: განსაკუთრებული მადლობა მწვრთნელს, შახინ ბახტიაროვს“

სცენების სანახაობრივ მხარეს აძლიერებდა საგანგებოდ შერჩეული მუსიკა, კოსტიუმი და მოსწავლეთა ხელით შექმნილი რესურსები

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება