| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
ამ გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა, ირინა ბექაიამ IV2 კლასის მოსწავლეებთან ერთად, საკლასო სივრცეში ღონისძიება - „დაიცავი დედამიწა - ჩვენი სახლია“ გამართა.
ირინა ბექაიამ პატარებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, პლანეტის ყველა მცხოვრებს მოუწოდებს დაიცვან დედამიწა, რომელიც ჩვენი საერთო სახლი და საზრუნავია.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ამ დღისთვის მომზადებული სურათებით გამოფენა მოაწყვეს. ნამუშევრები მათი წარმოსახვით, თემაზე - „ის მაინც ბრუნავს და ფერადია“ შეიქმნა. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს თუ როგორ დაიცვან დედამიწა, რადგან მისი დაცვა ნიშნავს დავიცვათ თითოეული ბავშვის სიცოცხლე.
იხილეთ ვიდეო:
hეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ