სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მასწავლებელმა, ნანა გიორგაძემ მე-6 კლასის მოსწავლეებს ხელოვნებაში შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარა
28-04-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ უფროსმა მასწავლებელმა, ნანა გიორგაძემ მე-61 კლასში ხელოვნების გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი დააკვირდა და შეაფასა.

მოსწავლეებმა შეძლეს სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის - პორტრეტის, შესახებ არსებულ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გაცნობოდნენ და გაეანალიზებინათ ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ძალზე საინტერესო პორტრეტის ნიმუში - „ფაიუმის პორტრეტი“.

მოსწავლეებს განუვითარდათ დაკვირვების, ხელოვნების ნიმუშზე ასახული განწყობილების ამოკითხვისა და სიტყვიერად მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემის უნარები; რასაც ადასტურებდა მათი პასუხები მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე.

პედაგოგი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მასწავლებელი თანმიმდევრული იყო კითხვების დასმის დროს, იწყებდა მარტივით და თანდათან ართულებდა მათ. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით ხელს უწყობდა მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო მიზნის შესაბამისი აქტივობები, რაც დაეხმარა ბავშვებს ახალი ინფორმაცია დაეკავშირებინათ განვლილ მასალასთან. ვენის დიაგრამით მოსწავლეებმა შეძლეს შეედარებინათ სხვადასხვა ეპოქაში შესრულებული პორტრეტები, რომაელი ქალის პორტრეტი ფაიუმის პორტრეტს, მხატვრულ - მახასიათებელი თვისებების გააზრებულ ცოდნაზე დაყრდნობით წარმატებით გაართვეს თავი დავალებას, სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ პორტრეტები დაელაგებინათ ქრონოლოგიურად უძველესიდან უახლესამდე.

გაკვეთილმა აჩვენა, რომ გააზრებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედუნარიანობას, ეხმარება მას სიძნელეთა გადალახვაში, შესაძლებლობას აძლევთ მასწავლებლის შერჩეული ხერხებითა და მიდგომებით გამოავლინონ ცოდნის სამივე კატეგორია: დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული. პირველი გულისხმობს ფაქტებისა და თეორიების ცოდნას, მეორე გულისხმობს ცოდნის რეალიზებას და მესამე კი პასუხობს კითხვას როდის ან რატომ უნდა გამოვიყენო შეძენილი ცოდნა და უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას სხვადასხვა კონტექსტში

„წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს ქალბატონ ნანა გიორგაძეს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება