სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენის სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიოა, როგორც ხმლით სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლა“ - ქუტირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
28-04-2022
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს განსაკუთრებული აქტივობა მიუძღვნეს.

„ქართული ენის სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიოა, როგორც ხმლით სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლა“- სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება.

„ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ირა ბენდელიანმა მოკლედ ისაუბრა იმ რთულ გზაზე, რომელიც გაიარა ამ ღვთით კურთხეულმა ენამ, როგორ ცდილობდა ჩვენი ჩრდილოელი „მეგობარი“ აღეგავა მიწისაგან პირისა ჩვენი ტკბილხმოვანი ენა. ისაუბრა 1978 წლის მოვლენაზე, დედაენის ძეგლის შექმნის ისტორიისა და დედაენის დღის დაარსებაზე“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებს სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა ესაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართული ენის სიწმინდის დაცვას და რომ ეს მათი ვალი იყო.

ასევე, ლექსები წაიკითხეს მოსწავლეებმა: თეკლე გორდაძემ, ელენე ბენდელიანმა, ლიზი ჩხეიძემ, ანა გრიგოლიამ, სალომე ხაბეიშვილმა და ვასილ გამეზარდაშვილმა. ბავშვებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი.

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, (წევრები: ლელა ბახტაძე, ირა ბენდელიანი და ნუნუ ქავზინაძე) მოამზადეს.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება