ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში ამჯერად ისტორიის პედაგოგის, ნათია ტაბატაძის ხელმძღვანელობით ღონისძიება „გვახსოვდეს 9 აპრილი“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე, შეიქმნა თემატური პლაკატები და ნამუშევრები.