სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვურჩევ თანატოლს წაიკითხოს“- აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
27-04-2022
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება - „ვურჩევ თანატოლს წაიკითხოს“ განხორციელდა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა წინა დღეებში სკოლაში წიგნები მიიტანეს და კლასელებს წაკითხვა შესთავაზეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეების მიერ შემოთავაზებული იყო: ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი", ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის დღიური მწარე სიმართლე და ბოლო წვეთი“, „სასწაულებრივი სათვალე და სხვა მოთხრობები“, „გემი მოჩვენება“, უილიამ გოლდინის - „ბუზთა ბატონი“. 

მოსწავლეებმა უმოკლეს ვადაში წაიკითხეს ზემოთ აღნიშნული ნაწარმოებები და წაკითხული წიგნები ისევ წრეში გაცვალეს, ახლა უკვე მეორე წიგნს კითხულობენ.

წიგნის კითხვის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა წერილობითი ფორმით მოკლედ ისაუბრეს: ემოციებზე, მთავარ და არამთავარ პერსონაჟებზე, მისაღებ და მიუღებელ დეტალებზე, ავტორის დამოკიდებულებაზე. ბავშვებმა კითხვის დროს განცდილი საინტერესოდ გადმოსცეს.

მოსწავლეებისთვის კვირეული მეტად საინტერესო აღმოჩნდა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა ბერიშვილი ხელმძღვანელობდა.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის შორენა მასწავლებელს საინტერესო ჩანაფიქრისთვის. მადლობა თითოეულ მოსწავლეს“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა, სადაც ქართველ სახელოვან მწერალთა შესახებ ცნობები დაიტანეს

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება