სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღესასწაული ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში
27-04-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - შორენა კვირკვიას ფასილიტატორობით, მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, ქართულ დამწერლობაზე, რამოდენიმე სიმღერაც მიუძღვნეს მშობლიურ, სათაყვანებელ ენას.

ამ დღის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ასმათ კვარაცხელიამ მიმართა და ღონისძიება საკუთარი ლექსით დახურა.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა, სადაც ქართველ სახელოვან მწერალთა შესახებ ცნობები დაიტანეს

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება