სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლაში არსებულმა ეკოსკოლამ საზოგადოებას შესრულებული აქტივობებისა და  სამომავლო გეგმების ამსახველი პრეზენტაციები წარუდგინა
26-04-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოსკოლა „ვარდისუბნის“ პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ, კომიტეტის წევრ მოსწავლეებთან ერთად, სხვა ეკოსკოლებთან თანამშრომლობითი შეხვედრა წარმართა.

შეხვედრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორის სააქტო დარბაზში გაიმართა. მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტის ორი საჯარო სკოლის - აფენის საჯარო სკოლის ეკოსკოლის პედაგოგი ეთერი გეწაძე და ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ეკოსკოლის პედაგოგი ლანა ჭანკვეტაძე მოსწავლეებთან ერთად.

ვარდისუბნის სკოლამ შესრულებული აქტივობების, სამომავლო გეგმების ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინა. მოსწავლე გიორგი ცერცვაძემ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით, დამსწრე საზოგადოებას აჩვენა ანიმაცია წყლის შესახებ, ხოლო ამირან მაჭარაშვილმა პრეზენტაცია ტყის შესახებ წარადგინა.

გარდა ამისა, V და  V კლასის მოსწავლეებმა მაინკრაფტის პროგრამაში ნამუშევარი „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები“ შეასრულეს, ხოლო ეკოსკოლის ყველაზე პატარა მონაწილე საბა კურტანიძემ სხვებს ციფრული ინსტრუმენტით „ჩემი სოფლის ეზო“ წარუდგინა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილე სკოლებს შორის, Kahoot! ციფრული ინსტრუმენტის გამოყენებით, სახალისო ვიქტორინა გაიმართა.  

მოსწავლეებს მდგრადი განვითარების შინაარსის შესახებ 10 კითხვაზე უნდა ეპასუხათ. სამივე სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

„საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას ახორციელებს  ორგანიზაცია,  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ვარდისუბნის საჯარო სკოლა საპილოტედ შეირჩა  ამ კონკურში 2021-22 სასწავლო წელს. ეკოსკოლების პროგრამა ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, მრავალი საინტერესო აქტივობები გვაქვს განხორციელებული, ვუსმენთ ცნობად პიროვნებებს, ვიმაღლებთ ამ მიმართულებით ცონიბერებას და ვერთვები სხვადსხვა კონკურსებსა და ვიღებთ მონაწილეობას კონფერენციებში. და ... ჩვენი სკოლა დაჯილდოვდა...  ეკოსკოლების მსოფლიო რუკაზე განათავსეს.
ჩვენი წარმატება სკოლის ხელმძღვანელის ქალბატონ მანანას დამსახურებაა, მისი გვერდში დგომით ვახორციელებთ აქტივობებს, ასევე უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ჯონდო მდივნიშვილს, დაგვიფინანსა ტრანსპორტირების ხარჯები რამოდენიმე აქტივობის შესრულების დროს, ასევე პროექტის ფარგლებში გადმოგვცა სეპარირებული ყუთები ნარჩენების დახარისხებისათვის და შეხვედრაზე სტუმრობისას კვლავ თანადგომა გამოგვიცხადა ნებიესმიერ  კარგ წამოწყებას მიესალმება და გვერდში დაგვიდგება. ჩვენ კი იმისათვის რომ დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმები, ეკოლოგიური პროცესები და სასიცოცხლო პირობები რომ შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა და ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ დამეგობრებული სკოლები ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება