სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღესასწაული თბილისის N9 საჯარო სკოლაში
26-04-2022
-
+


ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლაში პანდემიის გამო გადადებული ღონისძიებები კვლავ განახლდა და 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა თვითმმართველობის თაოსნობით ნამდვილი დღესასწაული მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში არაერთი მრავალფეროვანი აქტივობა განხორციელდა და თითოეულმა მოსწავლემ ნამდვილი ქართული სული წარადგინა. დედაენის დღესთან დაკავშირებით ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

მიუხედავად საზეიმო განწყობისა სასკოლო საზოგადოების არც ერთ წევრს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ დავიწყებიათ და მეგობარ ქვეყანაში გმირულად დაღუპულ ქართველებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„განსაკუთრებით მახარებს ახალგაზრდების სურვილი, მონდომება, აქტიურობა, მშობლიური ენისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა. ქართული დროშის მოტივებით გაფორმებულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭები, რომლებმაც არაჩვეულებრივი ქართული ცეკვების პოპური შემოგვთავაზეს. ხოლო ლექსებსა და სიმღერებში ჩააქსოვეს სიყვარული საკუთარი მშობლიური ენისა და სამშობლოსი.

კალიგრაფიის კონკურსმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორი ლამაზი და უნიკალურია ჩვენი დამწერლობა, როგორ სათუთად გამოჰყავდათ თითოეული ასო-ბგერა დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს და რაოდენ ეფერებოდნენ მას. კონკურსში გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ სიგელითა და წამახალისებელი საჩუქრებით.

მიუხედავად საზეიმო მდგომარეობისა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველ და უკრაინელ მეომრებს. ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს გმირები!

დაბოლოს, ჩემო ძვირფასებო, გიყვარდეთ თქვენი სამშობლო! ღრმად დაეუფლეთ და შეისწავლეთ მშობლიური ენა, გაუფრთხილდით და არ დააბინძუროთ ბარბარიზმებით. იკითხეთ ბევრი, გაეცანით ქართველ მწერლებსა და პოეტებს, შეიყვარეთ ენა ქართული! თქვენ ამას შეძლებთ! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თვითმართველობის ხელმძღვანელს ანი გავაშელაშვილსა და ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანეს ამ დიდებული დღის სრულყოფაში“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის, მარინა გიგაურის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა, სადაც ქართველ სახელოვან მწერალთა შესახებ ცნობები დაიტანეს

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება