სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გამოფენა მიეძღვნა
26-04-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნისა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეთა აღზრდის მიზნით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული აქტივობები სკოლაში ხშირად ტარდება.

„უფრო მდგრადი მსოფლიოს შექმნის მიზნით და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული იმ პრობლემების მოგვარების საქმეში მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებშია ჩამოყალიბებული, აუცილებელია თითოეული ადამიანის მონაწილეობა მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ცვლილებების განხორციელებაში.

მდგრადი განვითარების მიღწევა წარმოუდგენელია განათლების გარეშე და მდგრადი განვითარებისათვის  განათლება არის ის გზა, რომელიც სწორ მიმართულებებს გვთავაზობს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ახალგაზრდა თაობას მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ როგორც პასუხისმგებელმა მოქალაქეებმა, როგორც ამჟამინდელი ისე მომავალი თაობების სასიკეთოდ.

პედაგოგები (დ. აბულაძე და ქ. სულამანიძე) ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს მრავალმხრივი ცოდნა და ინტელექტი ჰქონდეთ. იყვნენ სოლიდარულები როგორც ადამიანებისადმი ასევე ბუნების მიმართ, რომ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ ჩვენ სახლს - დედამიწას.

აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა საინტერესო გამოფენა მოაწყვეს, მოიძიეს ინფორმაციები და ვრცლად ისაუბრეს, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება