სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელმა, თამუნა ჯიშკარიანმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა
26-04-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

მასწავლებლებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს, მათ შორის იყო სპეცმასწავლებლის, ხათუნა ჯიშკარიანის მიერ რესურსოთახში განხორციელებული აქტივობა.

„აღდგომა  უდიდესი და უძველესი  დღესასწაულია, რომელსაც აღნიშნავს ქრისტიანები და მათ შორის  ქართველები. ტრადიციების პატივისცემა და დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რომელსაც საფუძველი ბავშვობიდანვე უნდა ჩავუყაროთ.

ინკლუზიური განათლება და ყველა მოსწავლის ჩართულობა სასწავლო პროცესში ეს ჩვენი სკოლის პრიორიტეტია. ჩვენი მთავარი მიზანია ინკლუზიური საზოგადოების შექმნა, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩენა თავისსავე შესაძლებლობის ფარგლებში, რათა გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. ამისთვის სკოლა ცდილობს შექმნას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის. მოსწავლეთა ჩართულობა საკლასო თუ სასკოლო აქტივობებში სწორედ ამის შედეგია.  

სპეცმასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს: პოსტერები, ნახატები, აპლიკაციები, რომელიც რესურსოთახში განათავსეს.

წარმატებებს ვუსურვებთ სპეცმასწავლებელს ქალბატონ თამუნა ჯიშკარიანს და მის საუკეთესო მოსწავლეებს. გვჯერა ის მიზანი, რომელიც დავისახეთ მიღწეული იქნება და ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოსწავლეების ნათელი მომავლის ჩამოყალიბებაში ჩვენი დიდი წვლილი შევიტანოთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება