სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი „ცხოველები - თერაპია“ გამოცხადდა
21-04-2022
-
+


წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი თემაზე - „ცხოველები - თერაპია“ გამოცხადდა.

კონკურსის მიზანია: მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.

დასაშვებია კონკურსის თემის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია, მაგრამ საკონკურსო ნამუშევრები უნდა ასახავდეს კონკურსის თემას.

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.

საკონკურსო ფოტოების წარდგენის პროცედურა კი შემდეგია:

1. კონკურსანტმა საკონკურსო ფოტო ნამუშევრები უნდა წარადგინოს წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში.

მისამართი: წმინდა ნინოს N2. ( შესაბამისი ჯგუფის დამრიგებლებთან ან ინფორმაციულ მენეჯერთან).

ფოტო ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:

  1. კონკურსანტის სახელი, გვარი, კლასი, ტელეფონის ნომერი;
  2. დაუშვებელია ფოტოზე ავტორის ვინაობის/ფსევდონიმის/ლოგოტიპის მითითება. ამგვარი ფოტოები უპირობოდ მოიხსნება კონკურსიდან;
  3. ფოტო განთავსებული უნდა იყოს A4 ზომის გლუვ (მატოვი) ქაღალდზე;
  4. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 27 მაისის ჩათვლით;
  5. კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ფოტოების შეუზღუდავი რაოდენობა. არათემატური ფოტოები მოიხსნება კონკურსიდან;
  6. კონკურსანტი ვალდებულია იყოს ნამუშევრის ავტორი;
  7. დამუშავება ციფრული რედაქტორების საშუალებით შესაძლებელია, მაგრამ აკრძალულია ფოტომონტაჟი;
  8. ფოტოები არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო, ტექსტურ წარწერებს ან გრაფიკულ ელემენტებს, რაც არ წარმოადგენს კომპოზიციის ორგანულ ნაწილს.
გამარჯვებულებს შემდეგი სახის პრიზები გადაეცემათ:

  • საუკეთესო ფოტო ნამუშევრები გამოიფინება სკოლის სივრცეში 1 ივნისს და მიეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს;
  • კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი.
შეფასების პროცესი:

ფოტო ნამუშევრები შეფასდება ჟიურის მიერ. ჟიური, დაკომპლექტებულია ორგანიზატორთა და ხელოვანთა წარმომადგენლობით;

ჟიური ნამუშევრებს განიხილავს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კერძოდ, კონკურსის თემა, შინაარსი, ფოტოს ხარისხი, ტექნიკური შესრულება, კომპოზიცია და ორიგინალურობა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება