სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კანონში ცვლილება შეიტანა
20-04-2022
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შევიდა. ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სკოლაში შესვლის ასაკი შეიცვალა ხელი პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. 

უფრო დეტალურად: „ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1 ოქტომბრამდე უსრულდება“.

სასკოლო ასაკის გადაწევით, გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 2540 ერთეულით. შედეგად საჭირო გახდება როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება - 720.0 ათასი ლარის ოდენობით.

საჯარო სკოლებისათვის კი საჭირო გახდება სკოლების აღჭურვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: 2540 ბუკი მოსწავლეებისთვის და 100 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულებაა 800 ლარი - ბიუჯეტი 2,112.0 ათასი ლარი;

სახელმძღვანელოების კომპლექტი 2540 პირველკლასელისთვის - 101.6 ათასი ლარი;

პირველი საფეხურის მერხი და სკამი (2540 ერთეული) – 711.0 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის 2022 წელს აუცილებელი იქნება 3,644.6 ათასი ლარი (აღნიშნული ხარჯი გათვლილია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სწავლის შემთხევევაში), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება