სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღე, რომელიც თითოეული ქართველის გულში მუდამ დარჩება​“- კვახჭირის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
11-04-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ ემოციურ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, 9 აპრილის მოვლენები და საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირული გმირები გაიხსენეს. სკოლაში ღია გაკვეთილი პედაგოგის, თინათინ ყუფარაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

„დიდება გმირებს! 33 წელი 1989 წლის 9 აპრილიდან. დღე, რომელიც მუდამ დარჩება თითოეული ქართველის გულსა და გონებაში. დღე, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. საბჭოთა ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს გზა მძიმე ტექნიკით, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდნენ. 9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი, ხოლო 4 მამაკაცი იყო. გარდაცვლილებს შორის იყო არასრულწლოვანებიც. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. დიდება ქართველ გმირებს. მათი წყალობით გვაქვს დამოუკიდებელი საქართველო. თითოეული ქართველი უნდა ამაყობდეს გმირი წინაპრებით და არ ივიწყებდეს მათ ღვაწლს. ამ სულისკვეთებით უნდა ვზრდიდეთ მომავალ თაობებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება