სიახლეები
სიახლეები

გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით „ნაეკი“ განმარტებას აკეთებს
01-04-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ აბიტურიენტების ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა; მით უმეტეს, რომ მომავალ აპლიკანტებს 4 აპრილის, 18:00 საათამდე აქვთ ვადა, რეგისტრაცია გაიარონ. გთავაზობთ პასუხებს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე:

1. შესაძლებელია თუ არა 4 აპრილის შემდეგ არა მარტო შეცვლა და წაშლა, არამედ სრულიად ახალი ფაკულტეტის დამატება?

პროგრამების წაშლის, არჩევისა და ცვლის  საშუალება აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აგვისტოს თვეში, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება.

2. როგორ გავიგო, ნამდვილად დავრეგისტრირდი თუ არა?

რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე თუ თქვენ მიიღეთ სისტემაში შესასვლელი ხუთნიშნა კოდი, რეგისტრაცია წარმატებით გაქვთ გავლილი. არ გაანდოთ სხვას კოდი, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო გვერდზე შეტანილ ცვლილებებზე. 

3. საგამოცდო ბარათი რა არის და საიდან ვიღებთ?

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.  საგამოცდო ბარათზე მითითებულია:  ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ბარათის ამობეჭდვა სარეგისტრაციო გვერდიდან შესაძლებელი იქნება ივნისის მეორე ნახევრიდან.

4. მხედველობის პრობლემასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გავაგზავნე. მაინტერესებს, რამდენ ხანში მომივა პასუხი, დაკმაყოფილდა თუ არა ჩემი მოთხოვნა?

სპეციალური პირობების შექმნასთან დაკავშირებით პასუხები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

5. აბიტურიენტი თვითონ ირჩევს, რომელ საგამოცდო ცენტრში აბარებს გამოცდას, თუ გამოცდების კომისია თვითონ ამისამართებს აბიტურიენტებს?

აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში ნაწილდებიან შემთხვევითობის პრინციპით, ელექტრონული სისტემა ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე ანაწილებს მათ იმ ქალაქის საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც გამოსაცდელმა რეგისტრაციის დროს აირჩია.

6. რომელი საგნებია სავალდებულო და რომელი არჩევითი?

ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე უცხოური ენა. მესამე და მომდევნო საგნად შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ამ ჩამონათვალიდან: მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თუ პროგრამა არ გთხოვთ (არ ბარდება) საგნის შედეგს ვერ გამოიყენებთ.

7. სად და როგორ უნდა წარვადგინო განაცხადი მხედველობის პრობლემაზე?

გამოცდებში მონაწილემ, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100). რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).

8. სოციალურად დაუცველი პირებისათვის თუ არის რაიმე სახის შეღავათი?

სოციალურად დაუცველმა პირებმა ჩარიცხვის შემდეგ უნდა მიმართონ განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სწავლის საფასურის დაფარვის თაობაზე. სოციალური პროგრამების ფარგლებში თქვენ განაცხადს განიხილავს სპეციალური კომისია სწავლის დაფინანსების თაობაზე.

9. შემიძლია თუ არა მობილობის განხორციელება უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე სხვა ფაკულტეტზე?

მობილობას არ ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ კითხვით თქვენ უნდა მიმართოთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

10. როდის ჩატარდება გამოცდები?

ერთიანი ეროვნული გამოცდები ყოველ წელს ივლისის პირველ ნახევარში იწყება და დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. დეტალური განრიგი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დგინდება და  მაისის ბოლოს ქვეყნდება.

11. შემოქმედებითი ტური ყველა უმაღლესში ცალ-ცალკე უნდა გავიარო?

დიახ, რადგან ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას განსხვავებული შიდა ტური აქვს.

12. თუ რეგისტრაციის დროს არ მოვნიშნე ველი - შემოქმედებითი ტური, აკადემიაში ფერწერაზე ვერ ჩავირიცხები?

თუ ეს ველი 14 აპრილის 18:00 საათამდე არ მონიშნეთ, თქვენი შიდა ტურის შედეგი არ განიხილება და შესაბამისად, ვერ ჩაირიცხებით.

13. თუ საგანი ჩემ მიერ არჩეულ პროგრამაზე არ ბარდება, ამ საგნის შედეგით გრანტის მოპოვებას შევძლებ?

იმ საგნის შედეგს, რომელიც პროგრამაზე არ ბარდება, საერთოდ ვერ გამოიყენებთ.

14. ფსიქოლოგიის პროგრამაზე ზოგადი უნარების გამოცდა ბარდება?

ზოგადი უნარების გამოცდა წელს არც ერთ საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე არ ბარდება (გარდა ქართულ ენაში მომზადების პროგრამისა).

15. როდის გვეცოდინება შედეგები?

გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ყოველ წელს ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე იწყება და აგვისტოს ბოლოს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებით სრულდება.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების წლიური შეფასება - საბოლოო ვადები და ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წელს სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად
მოსწავლეები გარემოს დაცვასა და მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ
 
სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია
 
თამაშში მონაწილეობდნენ lll, lV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს ცოდნაში შეეჯიბრნენ
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება