TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში 58 რუსულენოვანი სკოლა და სექტორია - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2020 წლის მონაცემები
23-03-2022
-
+


საჯარო სკოლებსა და უნივერისტეტებში რუსული სექტორების აღდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების ნაწილის ვნებათაღელვა მოჰყვა. სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი საგანმანათლებლო დაწესებულებებში რუსული სექტორის აღდგენის ინიციატივას, თუმცა, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და მისი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი სახის ინიციატივა არც შესულა და მით უმეტეს, პარლამენტს მისთვის მხარი არ დაუჭერია. მთავარი კი ისაა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის პარლამენტარებსაც, როგორც ჩანს, ავიწყდებათ ან არ იციან ერთი ფაქტი - საქართველოში რუსულენოვანი სკოლებიც გვაქვს და სექტორებიც.

თბილისის N81 საჯარო სკოლის დირექტორი იაგო ელერდაშვილი გვეუბნება, მისი სკოლა კომუნისტების დროს სრულად რუსულენოვანი იყო, შემდგომ შემოუერთდა ქართული სექტორი. დღეისათვის კი სკოლაში მოსწავლეთა დაახლოებით 50%-ზე მეტი ქართულენოვან სექტორშია, დანარჩენი კი რუსულენოვანში.

თითქმის იგივე ისტორია აქვს თბილისის N116 საჯარო სკოლასაც, დირექტორის - ნანა ღაჭავას თქმით: „კომუნისტების დროს 90-იან წლებში რუსული სკოლა იყო და შემდგომ დაემატა ქართული სექტორი, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 2000 წელს დაემატა ქართული სექტორი. 2004 წლიდან ამ სკოლაში ვარ და ყოველთვის იყო როგორც რუსული, ისე ქართული სექტორი. მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის იდენტურია, მცირედით აღემატება ქართულენოვან სექტორზე ჩარიცხული მოსწავლეების ოდენობა რუსულისას“.

როგორც ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის დირეტქორი ნანა ხუფაცარია გვეუბნება, კომუნისტების დროს ყველა რეგიონში იყო რუსულენოვანი სკოლა ან სექტორი. როგორც წესი მუნიციპალიტეტში არსებული ყოველი მეოთხე სკოლას უნდა ჰქონდა რუსული სექტორი, შესაბამისად ზუგიდიდს მეოთხე სკოლაშიც წლებია, რუსული სექტორი არის და უცვლელად ფუნქციონირებს. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 58 რუსულენოვანი სკოლა და სექტორია.

უფრო კონკრეტულად კი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2020 წლის მონაცმებით საქართველოში 11 სკოლა და 47 რუსულენოვანი სექტორი გვაქვს.

სკოლებისა და სექტორების უმრავლესობა (80%) საქალაქო დასახლებებშია განლაგებული, ხოლო 20% - სასოფლო დასახლებებში, მათ შორის - მაღალმთიან დასახლებებში.

რუსულენოვანი სკოლები და სექტორები რეგიონების მიხედვით მთელი საქართველოს მასშტაბით არის განლაგებული და გვხვდება თბილისში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო-სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში.

 

მოსწავლეთა რაოდენობას რაც შეეხება - 14 060 მოსწავლე სწავლობდა რუსულენოვან სკოლებში. ბიჭები მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 52.5% წარმოადგენენ, ხოლო გოგონები - 47.5.  რეგიონების მიხედვით მოსწავლეთა რაოდენობა მიუყვება სკოლების გადანაწილებას. რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეების უმრავლესობა (45%-ზე მეტი) თბილისის რუსულენოვან სკოლებში სწავლობს, ქვემო ქართლში - მოსწავლეთა 25.70%, მაღალია რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა კონცენტრაცია აჭარაშიც. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეთა გადანაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით.


საინტერესოა, რომ რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობა იკლებს დინამიკაში 2009 წლიდან 2014 წლამდე, ხოლო 2014 წლიდან ის სტაბილურია. 2009-2014 წლებში რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების დახურვამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით (შეფასების დოკუმენტი, 2014) მიუხედავად სკოლებისა და სექტორების რაოდენობის შემცირებისა, დარჩენილ სკოლებსა და სექტორებში, როგორც უკვე აღინიშნა რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა არ მცირდება. წლების მიხედვით რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის დინამიკა ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილშია ასახული.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავს აღნიშნავს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება