სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო ბაღებში ბავშვის დარეგისტრირების წესში ცვლილება შევიდა
21-03-2022
-
+


თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესში ცვლილებები შევიდა. 

დადგენილებაში შესულ ცვლილებებს, რომელსაც ხელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე აწერს, აღნიშნულია, რომ:

1. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, რეგისტრაციის ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე რეგისტრაცია განხორციელდეს 2022 წლის 01 იანვრიდან საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების და ასევე იმ ბავშვების, რომელთაც  საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი საწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი.

2. 2022 წლის 01 იანვრამდე, საქართველოში შემოსული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკრაინის მოქალაქეები, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციას დაექვემდებარებიან, დადგენილი წესის შესაბამისად, ამ მუხლის გათვალისწინებით, დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის ქონის შემთხვევაში.

3. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, 2022 წლის 01 იანვრიდან საქართველოში შემოსულმა უკრაინის მოქალაქეებმა, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სწავლას დაქვემდებარებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკრაინის მოქალაქეების რეგისტრაციის თხოვნით, უნდა მიმართონ ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ და უნდა  წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის/დადგენილებით დამტკიცებული წესის მიზნებისათვის, უკრაინელი მოქალაქეების მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განისაზღვროს ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დირექტორის ბრძანებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება