სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მტკივნეულია შენზე წარსულში ლაპარაკი“- წალენჯიხის N7 საჯარო სკოლა დირექტორს, ნატო ბელქანიას გლოვობს
18-03-2022
-
+


წალენჯიხის N7 საჯარო სკოლა უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ დირექტორი ნატო ბელქანია გარდაიცვალა. 

სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს და დირექტორის მოულოდნელი გარდაცვალების გამო უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს.

„დაუჯერებელია, საშინელებაა უშენობა, ჩვენო ნატო! შენი თანამშრომლები გაოგნებულები და გაოცებულები ვართ. რატომ გერგო ასეთი ტრაგიკული სიკვდილი, თანაც იმ გზაზე, რომელზეც შენ ყოველ დილა-საღამოს გადიოდი. ორი დღეა გვიჭირს შენს კოლეგებს სკოლაში შესვლა, ორი დღეა გასწრებთ სკოლაში მისვლას. ერთმანეთს ვერ ვუყურებთ თვალებში მოსწავლე - მასწავლებლები ისე ვტირივართ. შენს ოთახთან ველოდებით ერთმანეთს, შევდივართ, გეფერებით, გესიყვარულებით, ბევრს, ბევრს გელაპარაკებით. ვანთებთ სანთლებს, ამ დღეებში ეს ადგილი გახდა ჩვენი ნავსაყუდელი და ჩვენი ცრემლების თავშესაფარი. ჩვენო კეთილო და უანგარო ნატო, მტკივნეულია შენზე წარსულში ლაპარაკი. ჩვენი სკოლა შენი ხელმძღვანელობით ერთი დიდი ოჯახი იყო და ერთად კეთილსინდისიერად ვემსახურებოდით უკეთილშობილეს საქმეს. გწამდეს, რომ ეს შემდეგშიც ასე იქნება. ნატო, ჩვენო ძვირფასო, გვიჭირს შენი შვილების ყურება, მათი დამშვიდება ასეთ შემთხვევაში სიტყვები უძლურია. ნატო, შენ ხომ ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი ხარ. გვტკივა, უსაშველოდ გვტკივა უშენობა. გვიყვარხარ. ჩვენთან იქნები ყოველთვის“, - წერია სამძიმრის წერილში.

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს ნატო ბელქანიას გარდაცვალების გამო და ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება