სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N124 სკოლის პედაგოგმა, მანანა ბაქრაძემ მოსწავლეებთან ერთად პროექტი - „მედიაწიგნიერება და ციფრული თაობა“ განახორციელა
18-03-2022
-
+


მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატური პედაგოგმა, მანანა ბაქრაძემ და V - IX ​კლასების მოსწავლეებმა, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით, eTwinning-ის ​ფარგლებში პროექტი - Media literacy and a digital generation (მედიაწიგნიერება და ციფრული თაობა) განახორციელეს.

პროექტი ინგლისურ ენაზე 3 თვე მიმდინარეობდა, რომელშიც 48 მასწავლებელი და 426 მოსწავლე იყო ჩართული, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ადამიანები ხშირად ხვდებიან დეზინფორმაციის ხაფანგში, სკოლის მოსწავლეებიც კი კითხულობენ შეთქმულების თეორიებს და გაყალბებულ ინფორმაციას. მედიას ცენტრალური ადგილი უჭირავს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა მასალები ვიზუალური წიგნიერების, ნარატიული წიგნიერებისა და კომპიუტერული წიგნიერების შესახებ. საკმარისი ცოდნის მქონე ადამიანებმა უკეთ იციან როგორ დაამუშაონ ინფორმაცია. ისინი უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ ინფორმაციის მოძიების, ამ ინფორმაციაზე მუშაობისა და მისი შინაარსის გააზრების პროცესში. მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ადამიანები უკეთ აფასებენ და აანალიზებენ მედია მესიჯებს. სტუდენტის წინაშე დგას დიდი გამოწვევა: ციფრული ინფორმაციის მოძიება, ციფრული წიგნიერების დეფიციტი, საავტორო უფლებები, იდენტიფიკაცია და პასუხისმგებლობა ყალბი ამბების გავრცელებაზე, ტროლინგი, სიძულვილის ენა ვინაიდან დეზინფორმაცია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, გამოსავალი მდგომარეობს აუდიტორიის განათლებაში. პროექტი დაფუძნებულია იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციისა და ცრუ ამბების ფენომენს, რაც არც თუ იშვიათია, პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ისწავლეს კითხვის სწორად დასმა, ახალი ინფორმაციის საფუძველზე მოსაზრებების შეცვლა, სხვადასხვა მედიის საშუალებით ეფექტური კომუნიკაციის დამყარება. დაეუფლნენ ტექნოლოგიების უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას. განიმტკიცეს თანამშრომლობითი მუშაობისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რაც აუცილებლად გამოადგებათ. შეიძინეს ბევრი მეგობარი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო და პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობების ამსახველი ვიდეომასალა მანანა ბაქრაძის არხზე:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება