| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედიატრი თემურ მიქელაძე იმ სავალალო შედეგებზე საუბრობს, რომელიც პანდემიამ და ონლაინ-გაკვეთილებმა გამოიწვია ჯანმრთელობის მხრივ, იგი მიიჩნევს, რომ დისტანციური სწავლება საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან საბოლოოდ ტექნიკაზე დამოკიდებულ თაობებს გავზრდით, ეს კი რევოლუციამდელ პერიოდში დაგვაბრუნებს:
„ბავშვების უმრავლესობას აღენიშნება წელის ტკივილი, გამოვლინდა ეკრანდამოკიდებულება, რაც იწვევს გამოუძინებლობას, თავის ტკივილს... პრობლემას ართულებს ისიც, რომ გვგონია, ბავშვი ონლაინ-გაკვეთილს ესწრება, სინამდვილეში კი თამაშებშია ჩართული... ეს კატასტროფაა! ვფიქრობ, მთავრობამ ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციები უნდა შემოიღოს, თუმცა მშობლის, სკოლის და მასწავლებლის გარეშე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ზოგი სკოლა, პირიქით, მშვენივრად მოერგო სიტუაციას - მასწავლებელს აღარ უნდა სკოლაში წასვლა, ბავშვსაც აღარ უნდა სკოლაში წასვლა და მნიშვნელობა არ აქვს, სკოლა კერძოა თუ საჯარო.
ბავშვებს დისტანციური სწავლების პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. მშობელი, სკოლა და სამთავრობო სტრუქტურები თუ არ გაერთიანდებიან, ჩვენ ამ თაობას დავკარგავთ. ჩემი მოთხოვნა იქნება, საერთოდ მოიხსნას ონლაინ-სწავლება სკოლებში, განსაკუთრებით, მაღალ კლასებში; თუ სამთავრობო სტრუქტურები ამ საკითხით არ დაინტერესდებიან, კატასტროფის წინაშე დავდგებით“.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ