სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო პროექტში 
17-03-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ვირტუალურ მწვანე ბანაკში“ მონაწილეობდნენ.

პროექტი 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალქალაქის, ხულოს, ქედას და შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

პროექტი განახორციელა ახალგაზრდულმა ქსელმა - „თაობა“ ევროკავშირის დელეგაციის (EUD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტოს და აჭარის ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის თანამშრომლობით.  

პროექტის - „ვირტუალური მწვანე ბანაკი“ ფარგლებში ოთხი მასტერკლასი გაიმართა და სხვადასხვა თემატიკაზე კონკურსიც ჩატარდა. გაიმართა კონკურსი-პრეზენტაცია - „ჩემი მხარე“, ფოტოკონკურსი და ესეების კონკურსი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, პროექტების კონკურსი ინტელექტუალური თამაში - „ბრეინ რინგი“.

ბლოგერების და საჯარო გამოსვლების კონკურსებში ჰერეთისკარის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებმა ჯგუფის ფასილიტატორის, ბიოლოგიის მასწავლებლის, ეკა სურმანიძის აქტიური ჩართულობით, მონაწილე გუნდებს შორის პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს. ეკა სურმანიძეს, რომელიც პროექტის რაიონული კოორდინატორი იყო შესაბამისი დიპლომი და სერტიფიკატი გადაეცა წარმატებული საქმიანობისათვის.

პროექტში აქტიური მონაწილეობისა და მოპოვებული წარმატებისთვის მონაწილეებმა დიპლომები და სერტიფიკატები დაიმსახურეს. მაგდა აბაშიძეს, მაგდა ბერიძეს, ნუნუკა მუჯრიშვილს, ნიკა ბოჭორიშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა წარმატება საზეიმო ვითარებაში მიულოცა და დიპლომები გადასცა.

როგორც დირექტორმა აღნიშნა, სკოლა ყველა მოსწავლეს აძლევს საშუალებას, რომ ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში, მიიღოს გამოცდილება, გაიუმჯობესოს უნარები და მიაღწიოს წარმატებას. სკოლის დირექცია ყველანაირად დაეხმარება, შეუწყობს ხელს და წაახალისებს მოსწავლეებს აქტიურობას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება