სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში კლუბ „ეკოპლანეტის“ წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართა
17-03-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ხელმძრნაელობა, პროფესიონალ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებასა და არაერთ საინტერესო პროექტში. 

ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ბუნებისმოყვარულთა კლუბ „ეკოპლანეტის“ წევრების მორიგი შეხვედრა. კლუბის ლიდერებმა ანასტასია ფხაკაძემ და ნინო ნიქაბაძემ წევრებს გააცნეს დღის წესრიგი.

კლუბის წევრმა თამარ გუბელაძემ ეკოპლანეტელებს წარუდგინა ელექტრონული პრეზენტაცია ვირუსთა მრავალფეროვნების, COVID 19-ის გავრცელების გზებისა და პრევენციის შესახებ; ხოლო მარიამ გამეზარდაშვილმა კლუბის წევრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ შექმნა პროგრამაში CANVA. COM საინფორმაციო სახის ბუკლეტი.

„კლუბის წევრებმა გამოთქვეს სურვილი ბუკლეტების დაბეჭვდისა და სასკოლო საზოგადოებაში გავრცელების. მომდევნო ჯგუფური აქტივობა განსაკუთრებული ინტერესით განახორციელეს და წარმოადგინეს ჯგუფების მიერ ერთობლივად დამზადებული ვირუსთა მოდელები. ასევე სახალისო ვიქტორინაში ეკოპლანეტელებმა გამოავლინეს კარგი ცოდნა მიკროორგანიზმთა მრავალფეროვნების შესახებ.

დასასრულს, კლუბის ლიდერებმა წევრებთან შეათანხმეს და ჩანიშნეს მომდევნო შეხვედრის თარიღი, ხოლო თემატიკა ერთობლივად შეარჩიეს მწვანე დღეების კალენდრიდან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება