სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მისი სახელი სამუდამოდ დარჩება სკოლის ისტორიაში“- ჭიათურის N2 სკოლა ამაგდარი პედაგოგის, ნელი მოდებაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
17-03-2022
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ნელი მოდებაძე.

სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე ამაგდარი პედაგოგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს:

„კიდევ ერთი გამორჩეული ქალბატონი გამოაკლდა არა მარტო ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ამაგდარ მასწავლებელთა რიცხვს, არამედ მთლიანად ჭიათურის განათლების სფეროს მუშაკთა რიგებს. ქალბატონი, რომელსაც თავისი შრომითი მოღვაწეობის მრავალი წელი აკავშირებდა ჩვენს სკოლასთან. ნელი მოდებაძე დაიბადა 1937 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ 1955-60 წ.წ-ში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და მუშაობა დაიწყო ფიზიკის მასწავლებლად ქალაქის N2 საჯარო სკოლაში. 1979-83 წლებში იყო N9 სკოლის დირექტორის მოადგილე, ხოლო 1983-1984 წ.წ.-ში - ამავე სკოლის დირექტორი. 1984 წლიდან 2005 წლის ჩათვლით იყო N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ხოლო 2006-2014 წ.წ-ში კი ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. ამ წლების განმავლობაში ქ-ნი ნელის ღვაწლი არაერთი ჯილდოთი იქნა აღბეჭდილი სახელმწიფოსა თუ ქალაქის სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან. ეს იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენი სხვადასხვა მედალი თუ სიგელი. ზემოაღნიშნული ის მშრალი ბიოგრაფიული ცნობებია, რაც წარმოადგენს ქ-ნი ნელის ცხოვრების განვლილ გზას. ამ თარიღების უკან კი წლობით გაწეული შრომა და ადამიანური ურთიერთობები დგას. ქ-ნი ნელის შრომითი საქმიანობის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი პერიოდი მეორე საჯარო სკოლას უკავშირდება. სწორედ ამიტომ მუდმივად ზრუნავდა და იღვწოდა თავისი ჩვეული ალღოთი მშობლიური სკოლის სახვალიო წარმატებებისათვის. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთი ახალგაზრდა ნიჭიერი კადრი შეემატა სკოლას; დირექტორისავე ინიციატივით. იგი მხარს უჭერდა ყოველ საინტერესო იდეასა თუ წინადადებას, გამორჩეულად აფასებდა თავისი მასწავლებლის ნიჭსა და უნარს. ამიტომაც სარგებლობდა სკოლის კოლექტივსა და მოსწავლეებს შორის პატივისცემით, სიყვარულითა და სითბოთი, რისი დასტურიც იყო ღვაწლმოსილი მასწავლებლის დამსახურებულად გაცილება და ამ ღონისძიებაზე წარმოთქმული გულწრფელი სიტყვების, ცრემლი და ემოცია. გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ჩვენივე კოლექტივს და გჯეროდეთ, რომ ქ-ნი ნელის სახელი სამუდამოდ დარჩება დიდი ტრადიციების მქონე ჩვენი სკოლის ისტორიაში“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს ნელი მოდებაძეს გარდაცვალების გამო და ოჯახსა და სკოლას სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერ ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში გამორჩეულად მოემზადნენ

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება