სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების საგამოცდოდ მომზადება დაიწყო - ტრენინგები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება
16-03-2022
-
+


ზაფხულში მასწავლებლების გამოცდა იგეგმება. მიუხედავად იმისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჯერჯერობთ რეგისტრაცია არ გამოუცხადებია, თუმცა ტესტირებისთვის მზადება მასწავლებლებმა უკვე დაიწყეს. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კი წევრებს სამთვიან მოსამზადებელ ტრენინგებს სთავაზობს.

„დაიწყო გრძელვადიანი სატრენინგო მოდულებით ტრენინგების ჩატარება. პროფკავშირის წევრ მასწავლებლებს აქვთ საშუალება, საჭიროების შესაბამისად, მიიღონ მონაწილოება როგორც საგნობრივ, ასევე სტატუსის ასამაღლებლად პროფესიული უნარების გამოცდისთვის მოსამზადებელ ტრენინგებში.

ცნობილია, რომ ტრენინგები გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში.

„დაწყებითი I-IV კლასების მასწავლებლებისთვის, 54-საათიანი სატრენინგო პროგრამა მოიცავს დაწყებითი მათემატიკის, ქართულისა და ბუნებისმეტყველების, ასევე აკადემიური წერის თემატიკას.

საგნობრივი გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები მოიცავს 36 საათს; უფროსისა და წამყვანის სტატუსის მასწავლებლებისთვის, სტატუსის ასამაღლებლად პროფესიული უნარების გამოცდისთვის მოსამზადებელი ​სტრენინგო პროგრამები 24-საათს.

რეგისტრაციისთვის პროფკავშირების წევრი პედაგოგები უნდა დაუკავშირდნენ რაიონული ან საქალაქო ორგანიზაციების ლიდერებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება