სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ“ - უკრაინელ თანატოლებს ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამხნევებენ
16-03-2022
-
+



დღეს უკრაინაში ომია... რუსული რეჟიმი არავის ზოგავს, მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობა... ბავშვები... და შეუძლებელია ამ სისასტიკის მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.

უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოც. საოცარი  მუხტია სკოლებში - პედაგოგები შეძლებისდაგვარად ამხნევებენ კოლეგებს, აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ამით გმირობის კიდევ ერთ მაგალითს აძლევენ საკუთარ მოსწავლეებს.

უკრაინელი ხალხის გვერდითაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზედა განთიადის საჯარო სკოლა; დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან, მაია ცხადაძესთან ერთად, უკრაინელ თანატოლებს ვიდეომიმართვა მიუძღვნეს.

„ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ" - ასე ანუგეშებენ ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინელ ბავშვებს ზედა განთიადის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და ესაა მკვეთრი გზავნილი - მსოფლიოში არც ერთ ბავშვს არ უნდა ომი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება