სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
16-03-2022
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-2 კლასში დედის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა დედის ღვაწლზე ისაუბრეს, დაამზადეს მისალოცი ბარათები, გააკეთეს „სურვილების ხე“, სადაც მოსწავლეებმა დედიკოსების შესახებ თავიანთი სურვილები განათავსეს. 

ისინი ამ აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. ასევე, საგაზაფხულოდ მოიღო კლასიც. სკოლაშ იმედოვნებენ, რომ გაზაფხულთან ერთად, მშვიდობაც დაისადგურებს მსოფლიოში. 

„3 მარტი, დედის დღე, დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა.. მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას!
ხშირად ვამბობთ ხოლმე, „რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა“, „დედა ხომ ყოველდღე საყვარელია“. მართალია, დედა ყოველთვის საყვარელია, მაგრამ, აბა, ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება? 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შესაძლებლობაა, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში...
მხიარული ფერებით გავახალისეთ და გავალამაზეთ საკლასო ოთახი. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულის სილამაზესთან ერთად, გარემოს მშვიდობა და სიყვარულიც დაამშვენებს. ბავშვებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ ლაღი და უდარდელი ცხოვრება, მათ გარშემო არ უნდა იყოს ამდენი სტრესი და დაძაბულობა. სწორედ მაშინ იქნებიან მშობლებიც ბედნიერები. ყველას გისურვებთ ასეთ ბედნიერებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება