ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ციცვიძეს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
15-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ციცვიძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.