წირქვალის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ბრეგვაძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
15-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ბრეგვაძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ წირქვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.