სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა მათემატიკური უტოლობების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
08-03-2022
-
+


პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა პედაგოგებს არასოდეს გადაუხვევია მთავარი მიზნისთვის და ყველა არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მათ უსაყვარლეს მოსწავლეებს მიეღოთ ხარისხიანი, საფუძვლიანი განათლება.

სწორედ ასეთი, პროფესიული თავდადების მაგალითია ქუთაისის N38 საჯარო სკოლა, რომელიც ჩართულია ახალი სკოლის მოდელში და ყველა ინოვაციასა თუ თანამედროვე მიდგომას წარმატებით ნერგავს.

ქუთაისის N 38 საჯარო სკოლის V „2“ კლასში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარდა მათემატიკაში კომპლექსური დავალების გაკვეთილი თემაზე: წილადი, მოქმედებები წილადებზე.

გაკვეთილს ესწრებოდა მასწავლებელთა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი.

მოსწავლეებმა კი, მასწავლებლის - ვერიკო ჭკადუას ხელმძღვანელობით, წარმატებით გაართვეს თავი საგაკვეთილო გეგმით გათვალისწინებულ მასალას; თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საგაკვეთილო პროცესის დროსაც კი, მათ არ დავიწყებიათ, სოლიდარობა გამოეხატათ უკრაინისა და უკრაინელი თანატოლებისთვის. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება