სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„სკოლამ მოსწავლის სასიკეთოდ ყველაფერი უნდა გააკეთოს“ - დირექტორები ექსტერნატის გამოცდებზე
23-02-2022
-
+


პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლებში არცთუ სტაბილური გარემოა, მოსწავლეები გაკვეთილებს ხშირად აცდენენ. ვირუსი, დისტანციური თუ დასწრებითი სწავლება... ეს ყველაფერი დიდი სტრესია ბავშვებისთვის და სასწავლო პროცესის სტაბილურად წარმართვასაც უშლის ხელს. მოსწავლეებს კი გაცდენა არასაპატიოდ ეთვლებათ და სასწავლო წლის ბოლოს შესაძლოა ექსტერნატის გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ. 

etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები აღნიშნულ საკითხზე, აფასებს თუ არა გამოცდა მოსწავლის რეალურ ცოდნას და რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ გამოცდების ჩატარება პანდემიის პერიოდში, მით უმეტეს, სწორედ პანდემიის გამო აღნიშნული გამოცდა გასულ წელს არ ჩატარებულა.

ქეთევან ველთაური, თელავის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველაფერს ორი მხარე აქვს... ერთის მხრივ, ბავშვს რომელსაც ბევრი „არა“ აქვს ექსტერნატის გამოცდები რეკომენდირებული არ არის, მაგრამ ახლა ცხადდება ექსტერნატის გამოცდები იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიას დაეწიონ ან აქვთ შესაძლებლობები იმისა, რომ რამოდენიმე კლასი წინსწრებით დაძლიონ. პირადად ჩემს სკოლაში ამ გამოცდების სურვილი არავის გამოუთქვამს. ვფიქრობ, ბავშვების უფლებები უპირველესია და ექსტერნატის გამოცდები მთელი პროტოკოლის დაცვით უნდა ჩატარდეს. ზოგად ჭრილში ეს გამოცდა ბავშვის ცოდნას აფასებს. საგნობრივად, გაცდენებიდან და კონკრეტული სემესტრიდან გამომდინარე ყველა ის მასალაა აღებული რაც საჭიროა. გამოცდის საშუალებით ნამდვილად შესაძლებელია მოსწავლის ცოდნის დონის დადგენა.

ლეილა ქოჩორაშვილი, ყვარლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ექსტერნატისა და ზოგადად, ნებისმიერი ტიპის გამოცდას მაშინ აქვს აზრი, თუ ეს გამოცდები იქნება ობიექტური, ჩატარდება იმ ფორმატით, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოსწავლის ცოდნა რეალურად შეფასდეს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის გამოცდა უნდა იყოს, რადგან მოსწავლე, რომელიც სასწავლო საათების 30%-ს აცდენს გარკვეულწილად ჩამორჩენა აქვს, მაგრამ კოვიდპანდემიას თუ გავითვალისწინებთ და იმასაც, რა პირობებში გვიწევს ჩვენც და მოსწავლეებსაც მუშაობა, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი... პირადად მე, ასეთი ბავშვებისთვის, რომელთაც მასალაში ჩამორჩენა აქვთ დამატებით მეცადინეობებს ვატარებ და ვეხმარები ამ ფორმით. სხვა რას ფიქრობს არ ვიცი, მაგრამ მგონია ეს მეთოდი ამ პირობებში უფრო გამართლებული და შედეგის მომცემია ვიდრე გამოცდა. მასწავლებელი მოსწავლეს უნდა დაეხმაროს და დახმარებაში რეპეტიტორობას კი არა, სკოლაში ჩატარებულ დამატებით მეცადინეობას ვგულისხმობ.

ვენერა ჩიკვაიძე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მასწავლებელს იმ მოსწავლესთან, რომელიც იმყოფება იზოლაციაში მჭიდრო კავშირი აქვს, ყოველთვის აწვდი მასალას. ონლაინ ფორმატს მოსწავლის ცოდნის სათანადო დადასტურება ნაკლებად შეუძლია, ამიტომ ნასწავლის დასაზუსტებლად მგონია, რომ სჯობს ჩატარდეს. არა იმიტომ, რომ ბავშვი ზედმეტად შევაწუხოთ, არამედ იმიტომ რომ ცოდნის მობილიზება შეძლოს, რაც მან დისტანციურად მიიღო და მასწავლებელიც თავის შედეგში მეტად დარწმუნდება. ბავშვი მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს, როდესაც ეცოდინება გამოცდები აქვს ჩასაბარებელი. ვფიქრობ, ამ კუთხით მასწავლებელშიც და მოსწავლეშიც პასუხისმგებლობის გრძნობა გაიზრდება. 

ეთერ ჩიხლაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ექსტერნატის გამოცდები ვფიქრობ, მოსწავლის ცოდნას ავლენს. ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა მეტად უჩნდება. პანდემიის დროს ბავშვს ბევრს არ სთხოვენ და ის მინიმუმი მაინც უნდა ისწავლოს; როდესაც ეცოდინება, რომ წინ გამოცდა აქვს ჩასაბარებელი იგრძნობს პასუხისმგებლობას. გამოცდა სწორედაც, რომ ცოდნის შეფასებას ახდენს. 

ნანა თვალიაშვილი, თელავის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგად ჭრილში ექსტერნატის გამოცდების მომხრე ვარ, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე ის მოსწავლეები რომელთაც პრობლემა ექმნებათ გადადიან ონლაინ სწავლებაზე ხომ? ვისაც არა - რჩება კლასში, აქედან გამომდინარე დასწრების რაოდენობა ყოველკვირეულად იცვლება და არ მგონია მოსწავლეებს გაცდენების 30% უგროვდებოდეთ... თუ ვინმეს „არების“ დიდი რაოდენობა აქვს, მაშინ კანონი კანონია და ექსტერნის გამოცდა უნდა ჩააბაროს კიდეც.

ნანა ქაფიანიძე, ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც დამატებით მეცადინეობენ, რადგან სურთ წინსწრებით ისწავლონ და სკოლაში სიარული არ უნდათ, თუ ბავშვი ნიჭიერია და ეს სურს რატომაც არა, ჩააბაროს ექსტერნი; თუმცა არიან მოსწავლეები, რომლებიც არც სკოლაში სწავლობენ... ექსტერნატს აბარებენ ისეთი ბავშვები, რომლებსაც წინსწრებით სურთ სწავლის დამთავრება და ნორმალურად მეცადინეობენ. პანდემიას ახლა მიზეზად იყენებენ და მანამდეც არსებობდნენ ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ დადიოდნენ და არ სწავლობდნენ.

ნინო ჯავახიშვილი თელავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ბავშვი თუ არის საბაზო საფეხურზე ექსტერნატის გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება ბავშვს კონსტიტუციით მინიჭებული განათლება შევუზღუდოთ. რამდენად შეაფასებს ექსტერნატის გამოცდა ნამდვილ ცოდნას ეს სხვა საკითხია და დამოკიდებულია: ოჯახზე, ბავშვის სოციუმზე. თუ ბავშვს არ შეუძლია სიარული, ან ეშინია, ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს თავისთავად ცხადია 30%-იანი გაცდენა ექნება. ამ დროს სკოლამ მოსწავლის სასიკეთოდ ყველაფერი უნდა გააკეთოს. 

ინგა ტატიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ უნდა ჩატარდეს, რადგან ბავშვები ცოდოები არიან, რატომ უნდა დაიჩაგრონ პანდემიის გამო და თავის ცოდნას ექსტერნატი გამოცდების ფორმით თუ გამოამჟღავნებენ რა უჭირს? ექსტერნატის გამოცდების დროს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმატის გამო ისეთ შედეგს არ იძლევა, როგორიც საჭიროა. ვფიქრობ, ექსტერნატი მოსწავლეების ნამდვილ და რეალურ ცოდნას გამოამჟღავნებს. 

მარიამ ნაცვლიშვილი, თელავის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ექსტერნატის გამოცდები არ უნდა ჩატარდეს, რადგან ბევრი მოსწავლე ტექნიკის არქონის გამო ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებს, აქედან გამომდინარე უპრიანი იქნება მათ ამჯერად შეღავათები ჰქონდეთ. ზოგადად, კი ვფიქრობ ექსტერნატის გამოცდები ცხადია ჩასატარებელია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯიდლოს მფლობელია

 

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკეთი, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ „ახალი კვირა“ – აღდგომის „განახლება“ ეწოდება
დაინიშნა, ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, რომელიც სასაფლაოების მიმართაულებით იმოძრავებს
რატომ გავდივართ აღდგომის მეორე დღეს საფლავზე და რატომ ვაგორებთ კვერცხს
სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ტრაგედია სვანეთში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება