სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

„ომიკრონის“ უვნებლობის შესახებ მითი მეცნიერებმა ​​გააქარწყლეს
13-02-2022
-
+


უმეტეს შემთხვევაში კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ პაციენტებში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, საავადმყოფოებში მძიმე პაციენტების წილი მცირდება. 

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლისა და მასაჩუსეტსის საავადმყოფოს მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მიზეზი იმალება არა თავად შტამში, არამედ კოლექტიური იმუნიტეტის დონეში. მეცნიერებმა დაასახელეს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვის „ომიკრონი“ უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამები. 

როგორც ჟურნალ New England Journal of Medicine გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, კორონავირუსის ამჟამინდელი ტალღისას მსოფლიოში კოლექტიური იმუნიტეტის საკმაოდ სერიოზული დონეა მიღწეული: ბევრი ადამიანი აიცრა და ვირუსი გადაიტანა. ამასთან, ბევრ ქვეყანაში ვაქცინას პრიორიტეტული რიგითობით, სწორედ, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები (მხცოვანი ან ქრონიკული დაავადებების მქონე) იღებენ. ანუ ისინი, ვისთვისაც კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 

ახლანდელი ტალღის დროს რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები ავადდებიან, მაგრამ ვირუსი შედარებით მარტივად გადააქვთ. 

მართალია, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ჩვეულებრივ, როდესაც შტამი „ომიკრონის“ სიმსუბუქეზეა საუბარი, ​ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის საერთო მონაცემები დარდება და არ არის გათვალისწინებული კონკრეტული პაციენტის ანამნეზი, კერძოდ, იყო თუ არა პირი ვაქცინირებული ან ჰქონდა თუ არა წინა ავადმყოფობის შემდეგ დარჩენილი ანტისხეულები.

მაგრამ, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, თუ შევადარებთ „ომიკრონზე“ რეაქციას მოქალაქეებში, რომლებსაც ვირუსი არ გადაუტანიათ და არ აცრილან, ირკვევა, რომ ისინი საავადმყოფოებში 75%-ით ხშირად ხვდებიან, ვიდრე მაშინ, როდესაც მსოფლიოში „დელტა“ დომინირებდა. შედეგად, აღნიშნულია პუბლიკაციაში, ვერ ვიტყვით, რომ „ომიკრონი“ ადვილი გადასატანია, სიმძიმის მიხედვით მას მეცნიერები „ალფას“ ადარებენ. 

ამასთან, „ომიკრონი“ წინამორბედი შტამებისგან განსხვავებით ვრცელდება სწრაფად, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირების რისკი იზრდება. შედეგად, აუცრელ და ანტისხეულების არ მქონე ადამიანებში, „ომიკრონი“ ბევრად სახიფათოა, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სამეცნიერო საზოგადოება, შტამს, იმის შემხედვარე, რომ ზოგადად „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვი იკლებს, უფრო მარტივად უყურებს.

მაგრამ ცრუ განცდა, იმისა, რომ საშიშროებამ ჩაიარა, შესაძლოა იყოს უკიდურესად სახიფათო ადამიანებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვთ. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული რისკის ზონაში არიან აუცრელი მხცოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

ასევე ნაშრომში აღნიშნულია, რომ ვაქცინაცია ან ბუსტერი მძიმედ მიმდინარეობის რისკებსა და არასასურველ შედეგებს, როგორც „ომიკრონის“ ისე სხვა შტამების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამცირებს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება