| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში.
ზოგადი განათლების კანონში განისაზღვრა, ვის შეიძლება იყოს მასწავლებლობის მაძიებელი პირის სტატუსი განისაზღვრა.
„მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება, ასევე შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ან სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესულ ცვლილებას, დაზუსტდა, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ექნება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირს.
ორივე ბრძანება უკვე ძალაშია და მოქმედებს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ