სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შეჩერდეს სააღმზრდელო პროცესი 15 თებერვლამდე“ - ბაღების ნაწილი რუსთავშიც დაიხურა
03-02-2022
-
+


რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რთული ეპიდემიოლოგიური  მდგომარეობის გამო, 12 ბაღი სრულად დაიკეტა, 10 ფილიალში კი სააღმზრდელო ჯგუფების ნაწილია დახურული. თვითიზოლაციაშია ბაღების 200-მდე თანამშრომელი, აღსაზრდელთა დასწრება კი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 

სააგნეტოს განცხადებით, 6182-დან აღსაზრდელიდან, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს საშუალოდ 600 ესწრება.

„ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული რთული ეპიდემიოლოგიური  მდგომარეობიდან გამომდინარე ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ 12 ფილიალში დღეის მდგომარეობით  სრულად შეჩერებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ხოლო 10 ფილიალში დახურულია სააღმზრდელო ჯგუფების ნაწილი, ჯამში - 92 სააღმზრდელო ჯგუფი. ფილიალებში  დასაქმებულ 72 პირს ლაბორატორიულად დაუდასტურდა  SARS-CoV-2 ინფექცია, ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება 200-მდე თანამშრომელი.

დაინფიცირდა ის კონტინგენტიც,რომლებსაც კონტაქტი აქვთ, როგორც ფილიალის თანამშრომლებთან, ასევე აღსაზრდელებთან. დიდია აღსაზრდელების დაინფიცირების რისკი. მკვეთრად შემცირებული ადამიანური რესურსი  თავისთავად შეუძლებელს ხდის   საბავშვო ბაგა- ბაღების  ფუნქციონირებას.  ასევე მკვეთრადაა შემცირებული აღსაზრდელთა დასწრების დღიური მაჩვენებელი, რაც აღსაზრდელთა სრული რაოდენობის 10%-12%-ს არ აღმატება.(ჩარიცხული 6182-დან, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ესწრება საშუალოდ 600 აღსაზრდელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციის მიზნით, ფილიალების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში შეჩერდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2022 წლის 3 თებერვლიდან 2022 წლის 15 თებერვლამდე“,- აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება