| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური წიგნი+რვეული, რომელიც ყველა მომავალ მოსწავლეს ეხმარება, მიიღოს სათანადო განათლება და ამაყად შეაბიჯოს ცოდნის ტაძარში, გამოცემისთანავე პოპულარობით სარგებლობს; ჰყავს უამრავი პატარა მეგობარი და მშობლებიც, სწორედ ამ სახელმძღვანელოს საშუალებით, მეტად დაუახლოვდნენ შვილებს...
„პირველკლასელთა აკადემია“ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის - გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოიცა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მთელი საქართველო მოიცვა
ამჯერად, სახელმძღვანელოს წარდგენა-გაცნობა კახეთში, კონკრეტულად კი, ახმეტასა და თელავში მოხდა. ეს საქმიან-მეგობრული შეხვედრები ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ ზრუნავენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მომავალი თაობების განვითარებაზე.
ახმეტაში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნან მერი, ალექსი ფიცხელაური და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თამუნა ონიაშვილი; რაც შეეხება თელავს, „პირველკლასელთა აკადემიას“ პირადად გაეცნენ მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, მერის მოადგილე - ფიქრია ყუშიტაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი - თამარ ზაზანაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი შოთა ჩეკურიშვილი, ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - ალექსანდრა ლუარსაბიშვილი და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ლევან მრელაშვილი.
შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა და საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას. ფაქტია - „პირველკლასელთა აკადემია“ მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს და მალე, ის ახმეტისა და თელავის მკვიდრი პატარების ოჯახებში საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს.ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
რუბენ ვარდანიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარეს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ