სიახლეები
სიახლეები

„გაკვეთილები ვერ ტარდება, ხალხო! სკოლა აღარაა უსაფრთხო“ - პედაგოგები „ეტალონთან“ საუბრობენ
03-02-2022
-
+


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც სკოლები არ დაიხურება, მასწავლებლების ნაწილი აღაშფოთა - როგორც პედაგოგები პირად საუბრებში ამბობენ, სკოლებში, კოვიდის გაზრდილი შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი სრულფასოვანი არაა.  კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან მცირეა, ამასთან გაზრდილია დაინფიცირებული მასწავლებლების რიცხვი, რაც სკოლების ნაწილში კადრის დეფიციტს ქმნის, რის გამოც ინფიცირებულ პედაგოგების ნაწილს გაკვეთილების ჩატერება დისტანციურად უწევს. სკოლებში ეპიდვითარების დამძიმების გამო, ისინი იმედოვნებდნენ რომ ცოტა ხნით მაინც გადავიდოდა სწავლა ონლაინ ფორმატზე, რათა სიტუაცია ცოტათი მაინც დასტაბილურებულიყო. 

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას პედაგოგები etaloni.ge-სთან აფასებენ:

„გაოცებული დავრჩი მიღებული გადაწყვეტილებით. ველოდით, რომ თებერვლის თვეში მაინც გადავიდოდით დისტანციურ სწავლებაზე იქამდე, სანამ ინფიცირებულების რიცხვი არ შემცირდებოდა. სამინისტროს დამოკიდებულება ჩვენდამი, გაუმართლებელია. სკოლა აღარაა უსაფრთხო. არავინ ვიცით, ვინ ვის დავაინფიცირებთ. მართალია, პირბადეები გვიკეთია და მასწავლებლები ვცდილობთ, ყველა რეგულაცია დავიცვათ, თუმცა ზამთარია, ფანჯარა მუდმივად ღია ვერ გვექნება, ბავშვებს ვერ გავყინავთ, ამიტომ კლასები სათანადოდ ვერ ნიავდება და ვირუსის გავრცელება ძალიან მარტივია ასეთ გარემოში“.

„არ ვიცი, ვის ატყუებენ, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, წარმოდგენა არ აქვს, რეალურად რა ხდება სკოლებში. გაკვეთილები ვერ ტარდება ხალხო! თვალებს ვის უხვევთ?! იმდენი მასწავლებელია ავად, ვეღარ ვანაზღაურებთ, ვერ ვინაწილებთ გაკვეთილებს სკოლაში დარჩენილი პედაგოგები. კლასების ნაწილი ისედაც ონლაინ რეჟიმზეა მოსწავლეთა ინფიცირების შემთხვევების გამო, ქაოსია, ეს სასწავლო პროცესი არაა“.

„კლასში მიზის 5-6 მოსწავლე. ცალკე დისტანციურ გაკვეთილებს ვატარებ. მასწავლებლებიც ხომ ადამიანები ვართ?! რატომ უნდა გვაყენებდნენ საფრთხის ქვეშ? ხშირად, ვირუსი არ უდასტურდებათ ბავშვებს, დადიან სკოლაში, აქაოდა ტესტი უარყოფითიაო, კონტაქტებს არ წყვეტენ და ვრცელდება ასე. ამას ჯობია დისტანციური სწავლება იყოს და ყველა მესწრებოდეს გაკვეთილზე. არავინ თქვას ასეთ დროს, ონლაინ გაკვეთილებით ვერაფერს სწავლობენ ბავშვებიო. სკოლაში რომ 5-6 მოდის გასართობად და დროის გასაყვანად, მაგ დროს სწავლობენ? არ მესმის, როდესაც ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, რა პრინციპით გვექცევიან ასე მასწავლებლებს“.

„ფორმალურად იღებენ გადაწყვეტილებებს. სკოლები კარგად მართავენ სიტუაციასო, რას უწოდებენ მართვას? მთელი გაკვეთილი „პირბადე გაისწორეს“ მოწოდებებში რომ გადის? ძალიან რთულია მოსწავლეებს შორის რეგულაციების სრულად დაცვა. როგორც არ უნდა მოუწოდო, დისტანციას არ იცავენ, ზოგი ნაჭრის პირბადით დადის, გინდ კეთებიათ, გინდ - არა. არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, მშობლები მალავენ, რომ ოჯახში კოვიდინფიცირებულია და ბავშვებს სკოლაში უშვებენ. მასწავლებლები ძალიან გაგვიმეტა სამინისტრომ. ჩვენს სკოლაში იმდენი ინფიცირებული პედაგოგია, რომ მათ მაგივრად გაკვეთილებს ვერ ვატარებთ სრულად. მითხარით, ესაა სიტუაციის მართვა? დირექტორსაც კი არ აქვს უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს და სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს“.

„აიცერით, აიცერითო. გავითვალისწინეთ. ჩვენს სკოლაში 80% აცრილია, მაგრამ ეს ახალი შტამი ყველას ხვდება ხომ ხედავთ?! ასობით ბავშვი დადის და მათ შორის რამდენია ინფიცირებული, არავინ იცის. განათლების სამინისტრომ მასწავლებლები გაგვწირა. ადამიანური რესურსი აღარ გვყავს სკოლაში, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად წარიმართოს. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი ჩაატარებს გაკვეთილს?! პედაგოგების ნაწილი კოვიდინფიცირებულია, ნაწილი ოჯახის წევრის გამოა იზოლაციაში. გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს“.

„მე ჯერ ის ვერ გავარკვიე, რატომ უნდა ჰქონდეს მშობელს დისტანციური სწავლების არჩევის უფლება და ყველა მასწავლებელს - არა. ჩვენ, პედაგოგები ვართ საფრთხის ქვეშ, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 100 ბავშვთან მაინც გვაქვს შეხება. მასწავლებელთა დიდი ნაწილი არის ავად და გაკვეთილები ვინ ჩაატაროს? სკოლები რომ არ დახურეს, ამით ფაქტობრივად, გვითხრეს, თავში ქვა გიხლიათო“.

როგორც გაირკვა, სკოლები ბეწვის ხიდზე გადიან და რისკის ქვეშ დგას როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო ხშირად აღნიშნავს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგულაციები დაცულია და სადეზინფექციო ხსნარებითაა აღჭურვილი თითოეული სკოლა, ინფექციის გავრცელებას ეს ვერ აჩერებს, რადგან ბევრი უსიმპტომო, მაგრამ დაინფიცირებული მოსწავლე/მასწავლებელი დადის სკოლაში, რომლებმაც თავადაც არ იციან, რომ ვირუსს ავრცელებენ, შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვშიც არ შედიან. სტატისტიკა, რომელსაც სამინისტრო აქვეყნებს ხოლმე და საზოგადოებას აიმედებს, თითქოს სკოლებში ვირუსის გავრცელების შანსი ნაკლებია, კოვიდდადასტურებული შემთხვევების მიხედვითაა შედგენილი, რეალურად კი სკოლებში ბევრად რთული მდგომრეობაა.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება