TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

4 პუნქტი, რომლითაც პედაგოგებმა მოსწავლეები უნდა შეაფასონ - სამინისტროს ექსპერტების განმარტება
01-02-2022
-
+


გარდა ქულებისა კიდევ როგორ შეიძლება შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე? - მშობლების კითხვას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ექსპერტი პასუხობს. რომელსაც უცვლელად გათვაზობთ:

სწავლა და შეფასება განუყოფელი პროცესია. შეფასება საშუალებას აძლევს როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლესა და მშობელს დაინახოს განვითარების გზა, სად იყო და სად მივიდა მოსწავლე.

რა უნდა შეფასდეს სასწავლო პროცესში:

  • რამდენად აქვს მოსწავლეს ფაქტობრივი ცოდნა?
  • რამდენად აკეთებს საჭირო განზოგადებებს?
  • რამდენად უკავშირებს საგნობრივ საკითხს რეალურ ცხოვრებას?
  • რამდენად ავლენს სასწავლო პროცესში ისეთ უნარებს როგორიცაა შემოქმედებითობა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია და სხვა.
არსებობს ორი სახის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასება წარმოაჩენს რა იცის მოსწავლემ კონკრეტულ საკითხთან/დავალებასთან მიმართებით

განმავითარებელი შეფასება კი ორიენტირებულია მოსწავლის წინსვლის აღმოჩენაზე. კერძოდ, იმის გარკვევაზე, თუ რა არ იცოდა მოსწავლემ „გუშინ“ და რა იცის დღეს; რა არ შეეძლო „გუშინ“ და რა შეუძლია დღეს.

მაგალითისთვის: თუკი გრძელვადიანი მიზანია, რომ მოსწავლემ შეძლოს ისტორიული წყაროების კრიტიკულად გაანალიზება, მაშინ მთელი წლის განმავლობაში მასწავლებელი ორიენტირებული იქნება იმის კვლევაზე, თუ რამდენად პროგრესირებს მოსწავლე ამ კომპეტენციასთან მიმართებაში. მაგ. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლე სწავლობს სხვადასხვა მეფის მოღვაწეობას (ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ერეკლე II და ა.შ.). ამ კონკრეტული საკითხების მაგალითზე მასწავლებელი დაინახავს და აღწერს მოსწავლის წინსვლას იმ ფაქტორების ანალიზთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიული წყაროების სანდოობას ან ტენდენციურობას განაპირობებს.

განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის უკუკავშირისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც სწავლის პროცესის გააზრებაში ეხმარება. საყურადღებოა, რომ განმავითარებელი შეფასება ხდება კომპლექსურ დავალებებზე დაყრდნობით, სადაც იკვეთება მოსწავლის შესაძლბლობები, ცოდნა და ა.შ.

განმავითარებელი შეფასების მიზანი მხოლოდ მოსწავლის შეფასება არ არის, მისი საშუალებით:

ბავშვი აქტიურად ერთვება სასწავლო პროცესში, გლობალურად იაზრებს სასწავლო მიზნებს.

მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების საშუალებით შეისწავლის საკუთარი პრაქტიკის ძლიერ და სუსტ მხარეს. კერძოდ ის აანალიზებს თუ რატომ აქვს შეფერხებები მოსწავლეს, რაშიც ხშირად საკუთარ შეცდომასაც აღმოაჩენს.

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ წარმატებულია ის სკოლები და საგანმანათლებლო სისტემები, სადაც პედაგოგები თანმიმდევრულად აწარმოებენ განმავითარებელ შეფასებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

ქორეოგრაფს, რომელმაც ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით, დაეკისრა

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს

მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

პრემიის მიზანია გამორჩეული მამაკაცების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება