სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სად ხვდებიან ყველაზე ხშირად ბრიყვები და როგორ მივაჩვიოთ აზროვნებას ბავშვები
01-02-2022
-
+


3 თებერვალს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათია“ - დღესასწაული ყოველი ერთგული იზრუნელისთვის; რატომ უნდა მონაწილეობდეს თითოეული ბავშვი ამ მზრუნველ დღესასწაულში? - ამაზე „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„სიბრძნის ხუთშაბათი საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აუცილებლად დააინტერესებს; აზროვნება, ესაა თავი და თავი, რითიც განსხვავდება ადამიანი სხვა ცოცხალი არსებებისგან“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა და განმარტა ადამიანთა ტიპები, რასაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა - კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განვითარება და პროგრესი:

„სიბრძნის ხუთშაბათი აგებულია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, სადაც არაჩვეულებრივადაა ახსნილი ქართული სიტყვები; ჩვენ კი ეს ლექსიკონი გადმოვიტანეთ თანამედროვეობაში და ახალგაზრდებს მივეცით საშუალება, გაეაზრებინათ, დაესწავლათ ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა.

ადამიანის ტიპებზე მინდა გესაუბროთ და მათ მაგალითზე ავხსნა, რატომაა აუცილებელი მუდმივი ზრდა განვითარებისთვის: ერთნი საკუთარ თავს ცუდს უკეთებენ და სხვებს სიკეთეს, მეორენი - თავსაც და სხვასაც არ ინდობენ, ისეთებიც არიან, ვინც კეთილდღეობაზე სხვისი ცუდის ხარჯზე ზრუნავს, მეოთხე ტიპი კი სხვასაც კარგს უკეთებს და საკუთარ თავსაც... - ასეთი ადამიანი ბრძენია!

სიბრძნის ხუთშაბათი კი იმისთვის შევქმენით, ბავშვები აზროვნებას მივაჩვიოთ - მხოლოდ ასე შეიძლება, ვებრძოლოთ ყველა მანკიერებას“, - განაცხადა ბატონმა გოჩამ და ყველა მოსწავლეს მოუწოდა, ჩაერთოს izrune.ge-ში, რადგან ესაა საშუალება, მშობელმა ზუსტად შეიტყოს საკუთრი შვილის შესაძლებლობების, განვითარებისა და ცოდნის დონის შესახებ:

„სულ ვამბობ - ადამიანის ამქვეყნად მოვლინების მთავარი არსი ისაა, არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად შვას მომავალი თაობა, არამედ, აღზარდოს კიდეც. სწორედ ამისთვის შეიქმნა izrune.ge და მომავალში ოლიმპიადასაც ჩავატარებთ, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვა ექნება. გახსოვდეთ - izrune.ge არ იძლევა მხოლოდ განათლებას, ის ეხმარება ახალგაზრდებს, იყვნენ ჭკვიანები და არასოდეს გათიშონ აზროვნება“.

იხილეთ ვიდეო სრულად:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება