სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„ტესტებს ტყუილად ვხარჯავთ, „ომიკრონი“ არ ფიქსირდება“ - პედაგოგებს კოვიდის სიმპტომები აქვთ, თუმცა ეს ტესტით არ დასტურდება
30-01-2022
-
+


მასწავლებლების სავალდებულო კოვიდტესტირება თებერვლიდან დროებით გაუქმდება. აუცრელი და ერთხელ აცრილი პედაგოგები აქამდე ჯანმრთელობის მდგომარეობას სწრაფი ტესტით, კვირაში ერთხელ იგებდნენ, სრულად ვაქცინირებულ მასწავლებლებს კი PCR ტესტი ორ კვირაში ერთხელ უტარდებოდათ.

მასწავლებლებისთვის სავალდებულო კოვიდტესტირება თითქოს სიმშვიდის გარანტიც კი იყო, რადგან ასობით მოსწავლესთან კონტაქტის შემდეგ, კოვიდზე უარყოფითი პასუხი მათ მუშაობის მშვიდად გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ახლა კი, იმატა შემთხვევებმა, როდესაც გეგმიურ ტესტირებაზე პედაგოგებმა კოვიდზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, მიუხედავად ვირუსის სიმპტომებისა, რამდენიმე დღის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ისინი ინფიცირებულები იყვნენ.

სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, რომელიც მასწავლებლებს სწრაფ და PCR  ტესტებს უტარებს, etaloni.ge-სთან პირად საუბარში აღნიშნავს, რომ ყოველკვირეულმა კოვიდტესტირებამ აზრი დაკარგა, რადგან კოვიდის ახალი შტამი - „ომიკრონი“, ხშირ შემთხვევაში, არ ფიქსირდება. რეალურად, მასწავლებლები ინფიცირებულები შეიძლება იყვნენ, მაგრამ ტესტმა არ დაადასტუროს.

„ტესტებს ტყუილად ვხარჯავთ. „ომიკრონი“ არ ფიქსირდება. თუ აქამდე იყო შემთხვევები, რომ უსიმპტომო პაციენტები სავალდებულო ტესტირების დროს იგებდნენ, რომ ვირუსის მატარებლები იყვნენ, ამჯერად პირიქითაა, პედაგოგებს კოვიდის სიმპტომები აქვთ, თუმცა ეს ტესტით არ დასტურდება. სწორედ ამიტომ, ყოველკვირეულმა ტესტირებამ აზრი დაკარგა“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში პირი, რომელიც მასწავლებლების კოვიდტესტირებაში მონაწილეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, 1 თებერვლიდან სამედიცინო პერსონალის გარდა, სავალდებულო ტესტირება დროებით შეჩერდება და ტესტი მხოლოდ სიმპტომიან პირებს გაუკეთდებათ.

იხილეთ ასევე: მასწავლებლებისთვის სავალდებულო კოვიდტესტირება უქმდება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება