სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

2022 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ მოვმართოთ მოსწავლეები სწავლისკენ?
16-01-2022
-
+


არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა რთულია. საახალწლო დღეების შემდეგ ბავშვებს სადღესასწაულო ეიფორია და განწყობა მოსდევთ, მეგობრების ნახვა ახარებთ და ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებებისა და საახალწლო საჩუქრების გაზიარება სურთ. ამასთან, მათი უმეტესობა ამ დროის მანძილზე ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნას ასწრებს.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას 2022 წლის პირველი გაკვეთილისთვის, რომლებიც მოსწავლეთა ყურადღების მოპოვებასა და სწავლისკენ მომართვაში დაგეხმარებათ. 

ნუ დაიწყებთ გაკვეთილს განვლილი მასალის გადამეორებით ან ახლის ახსნით, მიეცით მოსწავლეებს არდადეგებიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებების გამოხატვის საშუალება

როგორც, უკვე აღვნიშნეთ, მოსწავლეთა უმეტესობას გაკვეთილის დაწყების მიუხედავად, სადღესასწაულო ეიფორია მოსდევს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა აინტერესებთ თუ რას აკეთებდნენ მათი მეგობრები არდადეგების დროს. მიეცით, მოსწავლეებს დრო ხელახალი ადაპტაციისთვის, თანატოლებთან ურთიერთობისა და შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის. 

გაკვეთილის დასაწყისშივე აჩვენეთ ბავშვებს, რომ მათი მღელვარება და აღტკინება გესმით. აუხსენით, რომ ახალი მასალის ახსნა საჭიროა, მაგრამ მზად ხართ შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის ზუსტად 10 წუთი გამოყოთ. ამით, კი მათ ყურადღებას მთელი გაკვეთილის განმავლობაში დაიმსახურებთ.

ამ დროის გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება. შესაძლებელია მოკლე გამოკითხვის ჩატარება, ვის რა აჩუქეს, ვინ სად იყო არდადეგებზე, შესთავაზეთ მოსწავლეებს დახატონ ან აღწერონ თავისი შთაბეჭდილებები.

ასევე შეგიძლიათ მოსწავლეებს შესთავაზოთ კრეატიული წერა - ეს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში დასაბრუნებლად ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი გზაა. მიეცით შესაძლებლობა დაწერონ საუკეთესო საჩუქრის შესახებ, რომელიც მათ გაუკეთებიათ ან მიუღიათ, ან სთხოვეთ აღწერონ მისი ოჯახის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები. შეგიძლიათ შეაშველოთ რამდენიმე კითხვაც;

  • სადღესასწაულო სუფრიდან შენი საყვარელი რომელი კერძი მიირთვი?
  • არდადეგებზე ყველაზე მეტი დრო ვისთან ერთად და როგორ გაატარე?
  • რა ადგილებს სტუმრობდი?
  • რას აკეთებდი ოჯახთან ერთად ზამთრის არდადეგებზე?

თავადაც გაუზიარეთ ბავშვებს თუ როგორ გაატარეთ საახალწლო დღეები - ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა დაამყაროთ მოსწავლეებთან კონტაქტი და მათი ნდობა გაიმყაროთ. 

ასევე შეგიძლიათ შექმნათ სადღესასწაულო დღეების მოგონებების წიგნი

სთხოვეთ მოსწავლეებს საერთო რვეულში ზამთრის არდადეგების შესახებ საუკეთესო მოგონებები ჩაწერონ. როგორც კი მოსწავლეები მოგონებების საკუთარ გვერდს დაასრულებენ, სთხოვეთ დაწერილი კლასს გაუზიარონ. შემდეგ კი ბავშვების ჩანაწერები ერთობლივ მოგონებების წიგნად აქციეთ. ამის შემდეგ თქვით, რომ დასვენება ყველას შესანიშნავი ჰქონდა, მაგრამ სასწავლო პროცესთან დაბრუნების დროა. 

გაიგეთ მათი სურვილები და ერთად დასახეთ მიზნები 

ახალი წელი - სურვილების და მიზნების რეალიზაციის ახალი შესაძლებლობაა. ბავშვური - „მე მინდა“ სწავლის პროცესის გაუმჯობესებისკენ მიმართეთ. ეს საშუალებას მოგცემთ დასახოთ მიზნები, დააყენოთ პრიორიტეტები და გაიგოთ, როგორ აქციოთ გაკვეთილი მათთვის უფრო მეტად საინტერესო.

დაიწყეთ საკუთარი თავით. მაგალითად: „მინდა, რომ ჩემმა ყველა მოსწავლემ წლიური საკონტროლო საუკეთესოდ დაწეროს“. გადაეცით ესტაფეტა მოსწავლეებს. დაე, გაიჟღეროს პასუხებმა: „მინდა საგანში ცოდნის გაღრმავება, ოლიმპიადისთვის მომზადება, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება და ა.შ“.

სამომავლოდ პოზიტიური ცვლილებების დასაგეგმად შეგიძლიათ მოსწავლეებს კიდევ ერთი სამოტივაციო აქტივობა შესთავაზოთ. უთხარით ბავშვებს, რომ ახალი წელი ახალ დასაწყისს გულისხმობს და მათ შეუძლიათ საკუთარ თავს რაიმეს შეჰპირდნენ. მაგალითად:

  • 2022 წელს მინდა ვისწავლო...
  • 2022 წელს მინდა უკეთ ვიცოდე ...
  • ჩემი 2022 წლის მიზნები ...
მეტი თამაში, ნაკლები შეფასება 

სემესტრის დასაწყისში მოსწავლეების ვრცელი მასალით დატვირთვა არ არის მართებული. ამიტომ მათ შეგიძლიათ შესთავაზოთ რამდენიმე საინტერესო თამაში. მოამზადოთ, მაგალითად, ქვესტი. გაკვეთილის თემიდან გამომდინარე შეადგინოთ დავალება კლასში წინასწარ დამალული მინიშნებებით, რომლებიც მოსწავლეებს კითხვებზე პასუხების მოძებნაში დაეხმარება. თამაშში ჩართვა მოსწავლეებს მოტივაციას მისცემს და სწავლების პროცესს ხალისით დაუბრუნდებიან.

ასევე შეგიძლიათ, სასწავლო პროცესში სადღესასწაულო ელემენტების შეტანა, მაგალითად ფიზიკის გაკვეთილზე იმის ახსნა, თუ როგორ ციმციმებენ გირლანდები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე 2 აპლიკანტი დაგვიანების გამო არ შეუშვეს ტესტირებაზე - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ინგლისურში მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ 

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს განაცხადის წარსადგენად ვადა 7 ივლისის ჩათვლით აქვთ - სავალდებულო ფუნქციების შესრულება სავალდებულოა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება