| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ არიან ავად“,- განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, სწრაფი და ანტიგენ ტესტები შესაძლოა ცრუ უარყოფითი იყოს. ამიტომაც, ყველას, ვისაც დამახასიათებელი სიმპტრომი აქვს, სიფრთხილისკენ და იზოლაციისკენ მოუწოდებს. მათ შორის სკოლის მოსწავლეებსაც. თუ მოსწავლეს სიმპტომები აქვს და კოვიდ ტესტზე პასუხი უარყოფითია, უმჯობესია, რომ სახლში დარჩეს.
„ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია დიაგნოსტიკური საშუალებების შესახებ, რომელიც მიუთითებს, რომ ადრეულ ეტაპზე, როცა პირს შეიძლება აქვს სიცხე, სურდო, ხველა, ანუ დამახასიათებელი სიმპტომები, გაიკეთებს ანტიგენ ტესტს ან პისიარს და შესაძლოა, იყოს ცრუ უარყოფითი პასუხი. ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი ყველა ტესტს აქვს დღევანდელ პირობებშიც ამიტომ ჩვენ გვიწევს კიდევ კლინიკური ანალიზი. ამ შემთხვევაშიც, მთავარი ნიშანი ადამიანისთვისაც და კლინიკური სექტორისთვისაც, იქნება სიმპტომები, თუ სიმპტომები გვაქვს, ანუ თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, ხველა, ტემპერატურის მომატება და ტესტი არის უარყოფითი, მაინც პირი უნდა იყოს იზოლაციაში, ნებისმიერი გრიპის შემთხვევაში, ყველა გრიპის ვირუსი გადამდებია და შესაძლოა, რისკი იყოს სხვისთვის, ნუ დავიწყებთ იმის ძიებას, როდის იქნება ტესტი დადებითი და შეიძლება, ვიმოძრაოთ თავისუფლად ქუჩაში, სამსახურში და გვქონდეს კონტაქტი სხვებთან, ასეთ დროს მთავარი იქნება, ადამიანი დარჩეს სახლში, არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ არიან ავად და დავიცვათ გავრცელებისგან“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ახლა სკოლებში ზამთრის არდადეგებია, მოსწავლეები სასწავლო პროცესს 17 იანვარს უნდა დაბრუნდნენ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას