სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

მასწავლებელმა მოსწავლე COVID-19-ზე მშობლების ნებართვის გარეშე აცრა: ამერიკელი პედაგოგი დააპატიმრეს
22-01-2022
-
+


ამერიკელმა მასწავლებელმა 17 წლის მოსწავლე თვითნებურად, მშობლების ნებართვის გარეშე, COVID-19-ზე აცრა.  აღნიშნული ქმედებისთვის მას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა ელოდება. 

54 წლის ბიოლოგიის მასწავლებელი ლაურა პარკერ რუსო ნიუ-იორკის შტატში, ნასაუს ოლქის სახელმწიფო სკოლაში მუშაობს. ახალი წლის დამდეგს 17 წლის მოზარდი მასწავლებლის სახლში იმყოფებოდა. სწორედ ამ დღეს მან მოსწავლეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთა. 

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლემ აცრის შესახებ დედას უამბო. მშობელს ვაქცინაციაზე ნებართვა არ გაუცია, ამიტომ სამართალდამცავებს მიმართა. მასწავლებელი დააპატიმრეს. ლაურა პარკერ რუსო სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე წარდგება. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი ვაქცინაციის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი არ არის. ამიტომ, თუ სად მოიპოვა მან საინექციო პრეპარატი ჯერჯერობით უცნობია. გაურკვეველია ასევე ის თუ რას აკეთებდა მოზარდი მასწავლებლის სახლში.

ამერიკის უმეტეს შტატებში, მათ შორის ნიუ-იორკში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე მშობლის თანხმობაა საჭირო. ზოგიერთი მშობელი შვილის აცრის ნებართვას არ იძლევა შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ შფოთვის გამო. მაგრამ მეცნიერები აცხადებენ, რომ ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა და მშობლებს შვილების აცრისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შტამი „ომიკრონის“ გავრცელებამ აშშ-ი ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრდა გამოიწვია.

წყარო: The New York Times

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება